» » ლიოვმა ვაგნერი გააკრიტიკა

ლიოვმა ვაგნერი გააკრიტიკა

19-მაი-2018, 08:35
0342
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა, „ბავარიის“ თავდამსხმელის სანდრო ვაგნერის სიტყვებს უპასუხა, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოძახების გამო სანაკრებო კარიერა დაასრულა და განაცხადა, რომ მისი გულწრფელობა და პირდაპირობა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ აწყობდა.



„მე შემიძლია გავიგო, რომ ის გულგატეხილია, ეს ახსნადია. მაგრამ მისი რეაქცია ბევრად გადამეტებულია. ყველა, ვინც კი გვიცნობს ჩვენ, იცის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ფეხბურთელებს თავისი აზრის გამოხატვაში, გულწრფელობაში და რომ იყვნენ კრიტიკულები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის იძახის, რომ დანარჩენს არ შეუძლია პირის გაღება. რა უნდა იფიქრონ ახლა ბოატენგმა, ჰუმელსმა? ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ვთვლი, რომ ვაგნერის კრიტიკა მისი თანაგუნდელების მისამართითაა გაკეთებული. ის ისე იქცევა, თითქოს ის ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვენთან თამაშობენ და ლიდერები არიან - სრული იდიოტები არიან. გამოდის, რომ ისინი გუნდში მხოლოდ იმის გამო რჩებიან, რომ არ გამოხატავენ თავის აზრს“, - განაცხადა ლიოვმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..