» » კომენტარები: თასის ფინალი, ბაიერნი 1 - 3 ფრანკფურტი

კომენტარები: თასის ფინალი, ბაიერნი 1 - 3 ფრანკფურტი

20-05-2018, 08:44 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: თასის ფინალი, ბაიერნი 1 - 3 ფრანკფურტი
ყველაფერი სხვაგვარად უნდა მომხდარიყო! გერმანიის თასის ფინალში „ბავარიამ“ „აინტრახტთან“ 1:3 ანგარიშით წააგო. ფინალური სასტვენის შემდეგ „ბავარიელთა“ ბანაკში იმედგაცრუება დიდი იყო. „ძალიან საწყენია“, - თქვა თომას მიულერმა. იუპ ჰაინკესმა, რომლისთვისაც ეს მატჩი კარიერაში ბოლო იყო, აღნიშნა, რომ „ეს იყო მარცხი, რომლის თავის არიდებაც შეიძლებოდა“.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჰასან სალიხამიჯიჩი: „უნდა გაგვეტანა. პირველ ტაიმში ჩვენ 4-5 კარგი მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში ასეთი ბევრი არა, მაგრამ ვდომინირებდით მატჩში. ფრანკფურტელები შეეცადნენ ჩვენი თამაში ჩაეშალათ და კონტრშეტევებით გასულიყვნენ, მათ ეს გამოუვიდათ. ამის მიუხედავად, პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაშინ ანგარიში 2:2 გახდებოდა. მაგრამ მსაჯმა მომენტი სხვანაირად შეაფასა. ახლა აზრი არ აქვს ამის შესახებ საუბარს, ეს უკვე წარსულშია“.

იუპ ჰაინკესი: „მარცხის შემდეგ არ ღირს მსაჯის მუშაობაზე ლაპარაკი. „აინტრახტს“ უნდა მივულოცო მოგება. ჩვენ კვლავ შევცდით შეტევაში მოძრაობაში. ზუსტად ასეთი შეცდომის შემდეგ ჩვენ პირველი გოლი გავუშვით. არ გაგვიმართლა ლევანდოვსკის ხარიხას გარტყმის შემთხვევაში. მეტოქე თავის თამაშს თამაშობდა და ჩვენი თამაშის რიტმს შლიდა, კომპრომისების გარეშე მოქმედებდა, აგრესიულად, ბევრს მოძრაობდა და ამიტომ ეს შედეგი უნდა ვაღიაროთ. „აინტრახტის“ ფეხბურთელებმა გასაოცარი სულისკვეთება გამოავლინეს. ამ მარცხის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შენს მომენტებს თუ ვერ გამოიყენებ, მაშინ ფინალში მარცხი არ უნდა გაგიკვირდეს. ბაიერნი მომავალ წელსაც წარმატებული იქნება. ვიმედოვნებ ლიგას მოიგებენ და უფრო მეტად გაუმართლებთ გერმანიის თასზე“.


თომას მიულერი: „პირველ ტაიმში ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა თავიდან ჩვენი თამაში ვერ ვიგრძენით. კომბინაციის გათამაშებისას შეცდომის დაშვების შემდეგ კი პირველი გოლი გავუშვით. „აიტრახტი“ ზუსტად ისე თამაშობდა, როგორც ჩვენ ველოდებოდით. ბევრი მომენტი იყო, „აინტრახტმა“ თავისი 3-4 მომენტიდან 2 რეალიზაციაში მოიყვანა. ეს მეტად საწყენი მარცხია. ახლა შედეგების შეჯამების დრო არაა“.

ნიკო კოვაჩი: „მატჩის წინ ჩვენ ყველაფერი დავგეგმეთ და ჩემმა გუნდმა უდიდესი სურვილი და ვნება გამოავლინა. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეს იყო პენალტი. მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილება ყველამ უნდა მიიღოს.
მოხარული ვარ კლუბის გამო, გულშემატკივრების გამო და ჩემი შესანიშნავი გუნდის გამო. თუ შეიკვრები ყველაფრის მიღწევა შეიძლება, გუნდმა ეს დაამტკიცა. წინა წელს ჩვენ ვერ მოვახერხეთ მოგება, ამ წელს კი გამოგვივიდა. არ შეიძლება ითქვას, რომ თასი დაუმსახურებლად ავიღეთ. მოხარული ვარ ტიტულის გამო, მაგრამ ამავე დროს დანაღვლიანებული ვარ რომ მივდივარ“.

კევინ-პრინც ბოატენგი: „ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. დიდი კომპლიმენტები ამ გუნდს. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვერ გააკეთებ, როდესაც 4 შანსიდან 3 გამოიყენებ. მე ნამდვილად შევეჯახე მას (მარტინესი), არბიტრს შევხედე და მეგონა რომ პენალტს ნიშნავდა.თუმცა გაგვიმართლა“.

ბრუნო ჰიუბერი (აინტრახტის სპორტული დირექტორი): „ქედს ვიხრი გუნდის თამაშის წინაშე, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ თამაშის ბოლოსკენ ჩვენ ცოტა გაგვიმართლა“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.