» » ჰერმანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ჰერმანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

21-05-2018, 22:18 dachi8 სიახლეები 0

ჰერმანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
„ბავარიის“ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის თანაშემწეს პეტერ ჰერმანს გადაწყვეტილი ჯერ არ აქვს, დარჩება თუ არა მომავალ სეზონზე ნიკო კოვაჩის სამწვრთნელო შტაბში.

„ბავარიაში“, ნიკო კოვაჩის შტაბში დარჩენა ჯერ არ გადამიწყვეტია. როდესაც მე აქ დავბრუნდი, მე ჩემს ოჯახს შევპირდი, რომ მხოლოდ 1 წლით ვრჩებოდი მიუნხენში“.

„იუპი და მე რეგულარულად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ხუთშაბათს, „ბავარიის“ თამაშის შემდეგ პარიზში, ის მე დამიკავშირდა ტელეფონით და ჩვენ ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით ამ თამაშზე. ყურმილი დავკიდე, სასტუმრო ოთახში გავედი და ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ „ბავარიამ“ ანჩელოტი გაათავისუფლა“.

„მომდევნო დღეს, დილის ვარჯიშის შემდეგ, იუპის სახელი კვლავ გამოჩნდა ჩემი მობილური ტელეფონის ეკრანზე. მაშინ ჩემთვის ადვილი არ იყო ამ გადაწვეტილების მიღება“, - აღნიშნა ჰერმანმა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.