» » მათეუსმა ალკანტარა გააკრიტიკა

მათეუსმა ალკანტარა გააკრიტიკა

23-მაი-2018, 03:18
0416
“ბავარიის“ ყოფილმა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა, რეკორდმაისტერის ესპანელი შუახაზელი ტიაგო ალკანტარა გააკრიტიკა.

„ტიაგომ ამ სეზონის დიდ მატჩებში განსხვავება ვერ შექმნა. სინამდვილეში მე ის მეტად მიყვარს, მაგრამ ის თავისი თავის აჩრდილი იყო და ბოლო რამოდენიმე კვირა მან მე იმედები გამიცრუა“.

„არ ვიცი, თუ სად იყო ის ფიქრებით, მაგრამ ასეთი მიღწევებით ის „ბავარიის“ ფეხბურთელი არაა და თუ არსებობს შესაბამისი შეთავაზება, „ბავარია“ ამაზე უნდა დაფიქრდეს. მითუმეტეს, რომ იგივე პოზიცია ექნება გორეცკას, მიულერს და როდრიგესს“, - აღნიშნა ლოთარ მათეუსმა.

ალკანტარას ამ სეზონზე ყველა ტურნირზე 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ესპანელმა 2017/18 წლის სეზონში ხშირი ტრავმების გამო საერთო ჯამში 121 დღე გამოტოვა. ხოლო, მისი ბოლო ტრავმა, რომელიც საკმაოდ დიდხნიანი აღმოჩნდა 2017 წლის 23 ნოემბერს მიიღო და იგი 81 დღეს გაგრძელდა, რამაც რა თქმა უნდა ფეხბურთელის საუკეთესო კონდიციებში შესვლას ხელი შეუშალა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..