» » ბავარიის სამიზნე ცენტრალური მცველები არიან

ბავარიის სამიზნე ცენტრალური მცველები არიან

25-მაი-2018, 03:35
0482
„ბავარია“ ბოლო პერიოდში ინტერესს ცენტრალური მცველების მიმართ იჩენს, კერძოდ, მათ ინტერესებში „ჰოფენჰაიმის“ კაპიტანი კევინ ვოგტი და „აიაქსის“ ახალგაზრდა მცველი დე ლიგტი არიან. French outlet 10sport.com-ზე დაყრდნობით რეკორდმაისტერი ასევე 22 წლის საფრანგეთის ნაციონალური გუნდის ცენტრალურ მცველს, ბენჟამინ პავარდს დიდი ხანია თვალს ადევნებს, რომელსაც „შტუტგარტში“ შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა.

პავარდმა ამ სეზონში „შტუტგარტში“ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისმა ჩინებულმა თამაშმა რამოდენიმე კლუბში დიდი ინტერესი გამოიწვია: „ბავარიის“ გარდა, პავარდით დორტმუნდის „ბორუსია“, „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებულნი.

მაგრამ ფრანგი მცველი დაინტერესებულ კლუბებს იაფი არ დაუჯდებათ. მისი კონტრაქტი არ მოიცავს გამოსასყიდ თანხას. მიხაილ რეშკე - „ბავარიის“ ყოფილი ტექნიკური და „შტუტგარტის“ ამჟამინდელი სპორტული დირექტორი აცხადებს, რომ ის „კარსაც კი არ გააღებს მოლაპარაკებებზე 30 მილიონზე“ და ამასთან დააყოლა, რომ „ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ მე მას 40 მილიონში დავთმობო“.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..