» » დღის პატივი: "მესის მაისური ბავარიის მუზეუმში განთავსდა"

დღის პატივი: "მესის მაისური ბავარიის მუზეუმში განთავსდა"

25-მაი-2018, 12:18
0338
ლიონელ ანდრეს მესიმ „ალიანც არენაზე“ საკუთარი კუთხე მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელის მაისური სპეციალურ კაბინეტშია განთავსებული და ის ერთადერთი ფეხბურთელია სხვა კლუბიდან, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად.

საქმე იმაშია, რომ ლეომ უდიდესი გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა. 2012 წელს არგენტინელმა კალენდარულ წელიწადში 91 გოლო გაიტანა, წინა რეკორდი კი ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს გერდ მიულერს ეკუთვნოდა, როელმაც 1972 წელს სეზონში 85 ბურთი გაიტანა.

მას შემდეგ რაც მესიმ რეკორდი მოხსნა, ფორვარდმა გერდ მიულერს თავისი მაისური გაუგზვნა ავტოგრაფით და წარწერით: - „გერდ მიულერისთვის. დიდი პატივისცემითა და აღფრთოვანებით. გეხვევით, ლეო“.

მიულერმა კი ლეოს შემდეგი ჟესტით უპასუხა: „მეტად მოხარული და ამაყი ვარ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან მაისურის მიღებით“.

დღის პატივი: "მესის მაისური ბავარიის მუზეუმში განთავსდა"


გერდ მიულერმა მაისური კლუბის მუზეუმში გაგზავნა გამოსაფენად.

მუზეუმში აღნიშნული მაისური „ბარსელონას“ პრეზიდენტის სანდრო როსელის წერილთან ერთადაა გამოფენილი, რომელიც „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე რუმენიგესთვისაა განკუთვნილი: „მოწიწება და პატივისცემა, რომელსაც ჩვენი კლუბი განიცდის „ბავარიის“ გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების მიმართ, ამ ისტორიულ რეკორდშია გამოხატული, რომელიც 2-მა უდიდესმა ფეხბურთელმა შექმნა“. - ნათქვამია წერილში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..