» » BILD: "შეთანხმება მიღწეულია"

BILD: "შეთანხმება მიღწეულია"

25-მაი-2018, 12:54
0306
“ბავარიამ“ შეთანხმებას მიაღწია „ჰამბურგის“ ახალგაზრდა თავდამსხმელ იან-ფიეტ არპთან, იუწყება გერმანული პრესა BILD & SPORT BILD-ი.

გერმანული პრესა იუწყება, რომ რეკორდმაისტერმა შეთანხმებას მიაღწია ახალგზარდა გერმანელ თავდამსხმელთან იან-ფიეტ არპთან და ამას 18 წლის ფეხბურთელის აგენტიც ადასტურებს.

ერთადერთი საკითხი, რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის შეუერთდება არპი „ბავარიელთა“ რიგებს. თუ ფეხბურთელი ამ ზაფხულს გადმობარგდება მიუნხენურ კლუბში, მაშინ ბუნდესლიგიდან გავარდნილი „ჰამბურგი“ თავის თავდამსხმელში 10 მილიონ ევროს აიღებს, ხოლო, თუ საუბარია მომდევნო სეზონზე, მაშინ გერმანელი უფასოდ შეუერთდება მიუნხენურ კლუბს.

ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მისი და კარლ-ჰაინც რუმენიგეს ნათქვამი ურთიერთს არ გამორიცხავს და ხმაურიანი ტრანსფერები გაკეთდება, მაგრამ არა ამ წელს.

ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელები კონტრაქტის პირობებს უნდა იცავდნენ და არა არღვევდნენ და ამით ხაზი გაუსვა რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თემას იმის ხაზგასმით, რომ „მთელი საფეხბურთო სამყარო შეიტყობს, კლუბებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ფეხბურთელებს“.

ამ განცხადებიდან გამომდინარე, „ბავარიას“ მომდევნო სეზონში რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად თავდასხმაში სანდრო ვაგნერიც დაეხმარება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა იან-ფიეტ არპი „ბავარიულ“ კლუბს მომდევნო 2019/20 წლის სეზონისათვის შეუერთდება.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..