პეტერ ჰერმანმა ბავარია დატოვა
პეტერ ჰერმანი ნიკო კოვაჩის სამწვრთნელო შტაბში არ იმუშავებს. 66 წლის გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ჰერმანი 2017/18 წლის სეზონში იუპ ჰაინკესის ასისტენტი გახლდათ. „პეტერ ჰერმანმა გვამცნობა, რომ მას სახლში, ოჯახში დაბრუნება სურს. მადლობას ვუცხადებთ პეტერს შესანიშნავი გაწეული სამუშაოსთვის და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - განაცხადა „ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.
2017 წლის შემოდგომაზე ჰერმანი დუსელდორფის „ფორტუნადან“ დაბრუნდა „ბავარიაში“. 2011 -2013 წლებში ის იუპ ჰაინკესის ასისტენტი გახლდათ, როდესაც ის „ბავარიის“ გუნდს მეთაურობდა და ჯამში გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასის გამარჯვებულები გახდნენ.