» » ტოლისომ გაიმარჯვა, ნოიერი მინდორს დაუბრუნდა

ტოლისომ გაიმარჯვა, ნოიერი მინდორს დაუბრუნდა

29-მაი-2018, 19:17
0246
ორშაბათს საღამოს საფრანგეთის ნაკრებმა და კორენტენ ტოლისომ ამხანაგურ მატჩში ირლანდიის ნაკრებთან 2:0 მოგება იზეიმა. 23 წლის „ბავარიელი“ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და მინდორზე 76 წუთი დაჰყო, სადაც დამაჯერებელი თამაში აჩვენა.


ნოიერის დაბრუნება

კარგი ამბებია სამხრეთ ტიროლიდანაც, სადაც თავის შეკრებას ბუნდესთიმი გადის. მანუელ ნოიერი მინდორზე დაბრუნდა! 1-მა ნომერმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, ამხანაგურ მატჩში გერმანიის U20-თან, რომელიც ბუნდესთიმის გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

კაპიტანმა 2017 წლის სექტემბრიდან პირველად მიიღო სათამაშო პრაქტიკა. მეორე 30 წუთი მოედანზე ტერ-შტეგენმა გაატარა. იოშუა კიმიხი ერთ-ერთი გოლის ავტორი გახდა. ასევე გამოირჩნენ იულიან ბრანდტი, ლეონ გორეცკა, ნილს პეტერსონი, მარიო გომესი. ხოლო დუბლი ლეროი სანეზეა. როგორც მსოფლიოს ჩემპიონმა იულიან დრაქსლერმა განაცხადა, ამ ამხანაგური მატჩის მიზანი პრაქტიკის მიღება გახლდათ.

ტოლისომ გაიმარჯვა, ნოიერი მინდორს დაუბრუნდა


ტოლისომ გაიმარჯვა, ნოიერი მინდორს დაუბრუნდა


ტოლისომ გაიმარჯვა, ნოიერი მინდორს დაუბრუნდა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..