» » ჰუმელსმა ნაკრების ფორმა შეაქო

ჰუმელსმა ნაკრების ფორმა შეაქო

29-მაი-2018, 19:55
0267
ევროპის 2012 და 2016 წლის ჩემპიონატები, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. ახლა კი 2018 წლის მსოფლიო - მათს ჰუმელსი თავისი მე-4 მსხვილი ტურნირისთვის ემზადება ნაკრებთან ერთად. თავისი გამოცდილების მიუხედავად, 29 წლის „ბავარიელმა“ უჩვეულო შთაბეჭდილებები მიიღო, როდესაც გუნდის ბაზაზე ფიფას დოპინგ-კონტროლიორები მივიდნენ. „მე ჯერ არ მინახავს, რომ მთელი ნაკრები შემოწმებას გადიოდეს“, - მოყვა პრეს-კონფერენციაზე ცენტრალურმა მცველმა.
ყველა 27 ფეხბურთელი ერთ ადგილას უნდა შეკრებილიყო და შემდეგ ერთად უნდა ჩაებარებინათ ანალიზები სისხლის და შარდის. „ამაში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა, მაგრამ ძილის ფასად კი დაგვიჯდა“, - ღიმილით მოყვა ჰუმელსმა დილის 7 საათზე გაღვიძების შესახებ. მაგრამ დილის ვარჯიშზე ამ ადრეულმა გაღვიძებამ არანაირი ზეგავლენა არ იქონია. „გუნდი კარგ დონეზეა და შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, ყველანი კარგად არიან მზად“.

ნოიერმა და ბოატენგმა შემდეგი ნაბიჯები გადადგეს

მანუელ ნოიერმა ვარჯიშები მთლიანი პროგრამით ჩაამთავრა, ხოლო გოლკიპერების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ ოპტიმიზმით განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანს შეუძლია მსოფლიო ჩემპონატზე გამგზავრება (14 ივნისი - 15 ივლისი) „ამ მომენტისათვის არანაირ საშიშროებას არ ვგრძნობ. მისი ფეხი სრულიად გამოჯანმრთელდა. განსხვავებას ვერ ვხედავ ადრინდელი მდგომარეობისგან, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს არც არასოდეს არ დაუტოვებია ნაკრები“.

შაბათს ავსტრიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (20:00 სთ) ნოიერი ადგილს კარში დაიკავებს. „ეს ნამდვილი შემოწმება იქნება, მანუელი საჭიროებს ახლა ასეთ მატჩებს“, - ახსნა კიოპკემ. შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ნოერთან ერთად გადაწყვეტენ „შეძლებს კი ის თამაშს მსოფლიოზე თუ არა“.

4 ივნისამდე იოაჰიმ ლიოვი ფეხბურთელთა საბოლოო განაცხადზე უნდა შეჯერდეს. კიოპკე დარწმუნებულია, რომ ამ სიაში ჟერომ ბოატენგიც აღმოჩნდება. „ბოარენგს ყველაფერი გეგმის მიხედვით მისდის, ის დღითი-დღე ზრდის თავის დატვირთვებს“. ამირომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბოატენგი, როგორც „ბავარიაში“ ალბათ მათს ჰუმელსს გაუწევს პარტნიორობას.

„შეთამაშება ყოველთვის თამაშობს დიდ როლს“, - ხაზი გაუსვა ჰუმელსმა, რომლისთვისაც ტურნირი რუსეთში ახალი გამოცდილება იქნება. პირველად დაიწყებს ის ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში. „ჩვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ოსტატობა და ხასიათის სიმტკიცე იმისათვის, რომ კვლავ გავხდეთ გამარჯვებულები. თუმცა, კონკრეტულ დღეს ფორმა და იღბალი დიდ როლს შეასრულებენ“, - იძახის ჰუმელსი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..