» » პინი ზახავი "ბაიერნს" ბარტერს თავაზობს

პინი ზახავი "ბაიერნს" ბარტერს თავაზობს

30-05-2018, 13:02 dachi8 სიახლეები 0

პინი ზახავი
პინი ზახავი, „ბავარიის“ ფორვარდის რობერტ ლევნდოვსკის აგენტი, განცხადებას აკეთებს SPORTBILD-თან, რომ მის პროტეჟეს კლუბის დატოვების სურვილი აქვს და ამის შესახებ კლუბს ეცნობა.

„რობერტს წასვლის სურვილი აქვს, ის თვლის, რომ კარიერაში ახალი გამოწვევების მიღება სურს. მისი წასვლის სურვილის შესახებ „ბავარიაში“ იციან“.

როგორც ჩანს, „ბავარიამ“ ახალი თავდამსხმელი უნდა მოძებნოს. პოლონელს კლუბთან 2021 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს. ამის მიუხედავად, თებერვალში პოლონელმა აგენტი შეიცვალა. პინი ზახავი მეგა-ტრანეფერებზე მუშაობს და ის გასულ წელს ბრაზილიელი ნახევარმცველის ნეიმარის ხმაურიან ტრანსფერში მოქმედი პირი გახლდათ, რომელიც პარიზულმა კლუბმა 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

ამის მიუხედავად, ლევანდოვსკის კონსულტანტმა აღნიშნა, რომ რობერტი ფულის გამო არ ტოვებს „ბაიერნს“. – „რობერტის მოტივაცია კონკრეტული კლუბი და ფული არაა, თუმცა ყველა ტოპ-კლუბს აქვს სურვილი საუკეთესო თავდამსხმელის თავის რიგებში ხილვა“.

მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები იმის შემდეგ, რაც „ბავარიის“ ხელმძღვანელებმა პოლონელზე განაცხადეს, რომ არ იყიდება?

„კლუბის ხელმძღვანელობაში ყველას შეუძლია იტრაბახოს დიდი კარიერით, ამიტომ მისი სიტუაცია უნდა გაიგოთ“ - აცხადებს პინი ზახავი.

როგორც BILD-მა შეიტყო, ლევანდოვსკის აგენტს სხვა გეგმა აქვს, „ზახავის სურს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას დაეხმაროს ლევანდოვსკის შემცვლელის ტრანსფერში.

ზახავიმ განაცხადა, რომ ჰქონდა საუბრები ლევანდოვსკის შესახებ 3 კლუბთან (საბაზრო ღორებულება 90 მილიონი ევრო), ამ კლუბთა შორისაა პსჟ-ც. მაგრამ ფრანგულ კლუბს ზაფხულში ფიფა-ს რეგულაციების გამო ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია, ამიტომ ედისონ კავანი (საბაზრო ღირეულება 60 მილიონი ევრო) შეიძლება იყოს ტრანსფერში ჩართული.

მე-2 ვარიანტი: თუ ლევანდოვსკი „ჩელსი“-ში გადავა, მორატა (საბაზრო ღირებულება 65 მილიონი ევრო) „ბაიერნში“ აღმოჩნდება.

შესაძლოა „ბავარიის“ ხელმძღვანელობას პოლონელი თავდამსხმელის ბოლო გამოსვლები ყელში აქვთ ამოსული და მობეზრებული. გერმანიის თასის თამაშის წაგების შემდეგ ული ჰიონესმა გარკვევით აღნიშნა, - „ჩვენ გვჭირდება 1 ან 2 ფეხბურთელი, რომელიც თავის თავზე აიღებს ლიდერის როლს მნიშვნელოვან მატჩებში - და არა სუსტ გუნდებთან თამაშისას. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“, - იძახის ჰიონესი და ვინ მოიაზრა ამ სიტყვებში ძნელად მისახვედრი არ უნდა ყოფიოლიყო.

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..