» » უნდა გაყიდოს თუ არა ბავარიამ ლევანდოვსკი?

უნდა გაყიდოს თუ არა ბავარიამ ლევანდოვსკი?

31-05-2018, 14:08 dachi8 სხვადასხვა 3

უნდა გაყიდოს თუ არა ბავარიამ ლევანდოვსკი?
ამა წლის თებერვალში, რობერტ ლევანდოვსკიმ მოულოდნელად შეწყვიტა თანამშრომლობა თავის აგენტთან ცეზარი კუხარსკისთან და პინი ზახავის მიმართა, რომელმაც ნეიმარის ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა პსჟ-ში. პრესა მაშინვე ალაპარაკდა პოლონელის „ბავარიიდან“ შესაძლო წასვლაზე და ეს ყველაფერი ჭორების დონეზე იყო დღევანდელ დღემდე.

„რობერტი გრძნობს, რომ მას ცვლილებები და ახალი გამოწვევა სჭირდება კარიერაში. „ბავარიის“ ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ. რობერტის მოტივი - ეს ფული და კონკრეტული კლუბი არაა, რადგან პრაქტიკულად ყველა ტოპ-კლუბს სურს მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელის ხილვა თავის რიგებში“, - განაცხადა ზახავიმ Sport Bild-თან ინტერვიუში. აგენტი იმედს იტოვებდა, რომ ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე რობერტის სურვილს გაგებით მოეკიდებოდნენ.

უნდა გაყიდოს თუ არა ბავარიამ ლევანდოვსკი?



რატომ უნდა უღირდეს ლევანდოვსკის გაყიდვა „ბავარიას“?


1) რობერტ ლევანდოვსკი თავის თავს გადაჭარბებულად აფასებს და მეტად ეგოისტურია. 2016/17 წლის სეზონში მან ვერ შეძლო „რეალთან“ პირველ მატჩში თამაში და ვერ გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ბავარია“ რეალს გასცდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, ის რომ ყოფილიყო მოედანზე. სხვა ინტერვიუში რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი კოლეგები გააკრიტიკა - მათ ლევანდოვსკიზე უნდა ეთამაშათ, რომ საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. მან პრაქტიკულად განაცხადა: „ჩემი რეკორდები მნიშვნელოვანია გუნდის რეკორდებზე“. პაულ ბრაიტნერს არ მოსწონს პოლონელის ასეთი ეგოიზმი - მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ასეთი ფეხბურთელი“.

უნდა გაყიდოს თუ არა ბავარიამ ლევანდოვსკი?


2) მოტივაციის უქონლობა. ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდი ფინალში ვერ გავიდა, ხოლო ჩემპიონატი და გერმანიის თასი უკვე მოგებული აქვს - მას ახალი გამოწვევა სჭირდება.

3) მომენტების საშინელი რეალიზაცია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალებში და ნახევარფინალებში მან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ამ 2-დან ერთი პენალტიდან. ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე მან თავისი მომენტების მხოლოდ 14,7% მოიყვანა რეალიზაციაში Opta-ს სტატისტიკის მიხედვით. შედარებისთვის - სალაჰმა - 33,3%; კეინმა - 29,2%; რონალდუ - 23,8; მესი - 17,1%.

4) კლუბის ხელმძღვანელების ღია კრიტიკა. 2017 წლის სექტემბერში რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბის ტრანსფერების პოლიტიკა გააკრიტიკა, რაც ძალიან არ მოეწონა კარლ-ჰაინც რუმენიგეს. არაა გამორიცხული, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუა. რა თქმა უნდა, ამის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება - ერთის მხრივ, რობერტისთვის სულერთი არაა კლუბის მომავალი, ხოლო, მეორეს მხრივ -ის ფეხბურთელია, რომელიც არ უნდა ჩაერიოს ხელმძღვანელობის საქმეებში.

5) ამ წელს ლევანდოვსკის 30 წელი შეუსრულდება. გუნდი საჭიროებს გაახალგაზრდავებას და რაც მთავარია ახალ მოტივირებულ თავდამსხმელს.

6) ლევანდოვსკი „ბავარიაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. თუ პოლონელის გაყიდვაზე მიდგა საქმე, მაშინ ეს სეზონი უნდა გამოიყენონ, სანამ მასზე მოთხოვნაა. ასეთ შემთხვევაში „ბავარია“ დიდ პლიუსში იქნება - Transfermarkt-ზე დაყდრნობით ლევანდოვსკის ღირებულება 90 მილიონი ევროა. ამასთან, მის კონტრაქტში არაა ჩადებული გამოსასყიდის ოდენობა.


რატომ არ უნდა გაყიდოს „ბავარიამ“ ლევანდოვსკი?

1) „ბავარიისთვის“ რთული იქნება ლევანდოვსკის შემცვლელის პოვნა. ახლა ევროპის საუკეთესო ლიგებში არც თუ ისე ბევრი ფორვარდია, რომელთაც შეუძლიათ სეზონში 30 გოლის გატანა. ამასთან, კეინის ან იკარდის შეძენა ადვილი ნადვილად არ იქნება.

2) „არ ღირს ცვალებად მსოფლიოს მოვერგოთ, დაე ის მოგვერგოს ჩვენ“ - დაახლოებით ასე ფიქრობს ული ჰიონესი. „ბავარია“ არ მონაწილეობს სატრანსფერო სიგიჟეებში. ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს კლუბთან, რომლის პირობების დაცვაც მისი ვალდებულებაა. ხოლო „ბავარიას“ არ სურს იმ კლუბთა სიას ეკუთვნოდეს, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავებს ყიდის.

3) „ბავარიის“ ხელმძღვანელობას ნამდვილად აქვს სურვილი კლუბში ტიმო ვერნერი იხილონ. თუმცა, ახლა „ლაიფციგი“ მის გაყიდვას არ აპირებს. ვერნერის კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლევანდოვსკი კლუბში კიდევ 2 ან თუნდაც 1 სეზონი გაჩერდეს.

4) ერთხელ უკვე მოახერხა კლუბმა რიბერი გაეჩერებინა (2008წ.), ისევე, როგორც ახლა რობერტი ითხოვს კლუბის დატოვებას. „მაშინ ის უკმაყოფილი იყო, რომ ჩვენ არ მივეცით უფლება „ჩელსიში“ გადასულიყო. მაგრამ ახლა 10 წლის შემდეგ ის ბედნიერია“, - იძახის კარლ-ჰაინც რუმენიგე. შესაძლოა, ლევანდოვსკიმ გაიმეოროს რიბერის ისტორია და ასეთივე ლეგენდა გახდეს კლუბის, როგორიც რიბერია.

Sport Bild-ის ინფორმაციით, პინი ზახავი უკვე დაუკავშირდა 3 კლუბს - „პსჟ“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ამის გარდა, მას სურს „ბავარიის“ ხელმძღვანელობას დაეხმაროს ლევანდოვსკის შემცვლელის პოვნაში. ზახავის გეგმა ასე გამოიყურება: ტოპ-კლუბი, სადაც რობერტი გადავა, არა მხოლოდ გადაუხდის რამოდენიმე მილიონს „ბავარიას“, არამედ სანაცვლოდ რომელიმე ფეხბურთელსაც შესთავაზებს.
1
0

-ss- (1 ივნისი 2018 11:19)

dachi8,
რატომ აღარ სცემენ პატივს, რამე მოხდა? ფეხბურთელი რომელსაც არ სურს კლუბში დარჩენა და რომელიც მომავალ წელს მაინც წავა, არ ჯობია რომ ახლა გაუშვან და მაღალი დონის ტრანსფერებისთვის საჭირო ფული გამოიმუშავონ?
0

dachi8 (31 მაი 2018 15:02)

-ss-,

ეს რომ გაყიდონ, ულის და რუმენიგეს პატივს აღარავინ აღარ სცემს, მაგაშია საქმე. თვითონ ჩაიგდეს ასეთ ვითარებაში თავი ac
1

-ss- (31 მაი 2018 14:39)

უნდა წავიდეს. კარგ ფულსაც გამოიმუშავებს ბავარია და ვინმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოიყვანონ. ამის ეგოიზმს საზღვარი არ აქვს უკვე
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.