» » ზიულე: "ლევადოვსკის სიტუაციას კლუბი გადაწყვეტს"

ზიულე: "ლევადოვსკის სიტუაციას კლუბი გადაწყვეტს"

31-05-2018, 14:30 dachi8 სიახლეები 0 32

“ბავარიის“ ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულე, ლევანდოვსკის კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.



„ლევა ყოველთვის იტანდა გოლებს „ბავარიის“ შემადგენლობაში. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი ჭორი დადიოდა მისი წასვლის შესახებ, მაგრამ ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებდით, როგორც თვითონ რობერტი. გუნდის შიგნით ლაპარაკი ყოველთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე გუნდს გარეთ. რობერტი ყოველთვის მოტივირებული იყო. ამ სეზონში მა კვლავ გაიტანა 30 გოლი ბუნდესლიგაში. არა მგონია ამის შემდეგ ვინმემ თქვას, რომ ის ფიქრებით სხვა ადგილას იმყოფებოდა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ატმოსფეროა ირგვლივ და რა თქვა მისმა აგენტმა. მხოლოდ თვითონ ლევამ იცის, თუ რა იქნება მისთვის საუკეთესო. კლუბი გადაწყვეტს ამ სიტუაციას“.


„მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რობერტ ლევანდოვსკი გუნდში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის შესანიშნავი ყმაწვილია, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მუდამ იტანს გოლებს“, - აღნიშნა გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..