» » ბაიერნიდან წამსვლელთა სია ცნობილია

ბაიერნიდან წამსვლელთა სია ცნობილია

1-06-2018, 00:23
0103
ვიდალმა, ბოატენგმა, ტიაგომ და ბერნატმა შეიძლება ამ ზაფხულს კლუბი დატოვონ

„ბავარია“ შესაძლოა რამოდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს ამ ზაფხულს. სიაში, რომლებმაც შესაძლოა კლუბი დატოვონ არტურო ვიდალიც მოიაზრება, რომლის კონტრაქტიც მომდევნო ზაფხულს იწურება. ხუან ბერნატი, რომელიც უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით კლუბში და ტიაგო ალკანტარა, რომელიც ვერ გრძნობს, რომ სრულიად იყენებენ მის შესაძლებლობებს მიუნხენურ გრანდში.

რთული სიტუაციია ცენტრალურ მცველ ჟერომ ბოატენგთან. მისი მომავალი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ის გუნდს დატოვებს, მხოლოდ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ბოატენგის შემცვლელად კლუბში უკვე მოიაზრებენ კევინ ფოგტს „ჰოფენჰაიმიდან“.

ხუან ბერნატმა ამ სეზონზე მხოლოდ 937 წუთი ითამაშა, აქედან 45 წუთი ჩემპიონთა ლიგაზე „სევილიასთან“, სადაც ესპანელების ერთადერთი გოლი, ბერნატის შეცდომას მოჰყვა.

არტურო ვიდალმა გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ კლუბიდან წასვლა მოუწევს, ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებდა აქცენტს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისეთ კლუბში გადაბარგდება ჩილელი ნახევარმცველი, რომელიც ევროთასებზე პრეტენზიას გამოთქვამს.

„მე კიდევ 1 წელი მაკავშირებს კლუბთან. არ ვნერვიულობ. ჩემი ფასი ვიცი და ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო მნიშვნელოვან მატჩებში, ამიტომ ვიღებ ასეთი რაოდენობის შემოთავაზებებს, როდესაც სატრანსფეო ბაზარი იხსნება. ამჯერად მე მათ აუღელვებლად გადავხედავ. ჩემი აგენტი - ფერნანდო ფელიჩევიცი, ყველაფერზე იზრუნებს. ჩემს დროს მხოლოდ დასვენებას დავუთმობ, იმისათის, რომ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდე. თუ გუნდის შეცვლა მომიწევს, სურვილი მექნება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის, ტიტულების მოგების და რაღაც მნიშვნელოვანისათვის ბრძოლის“, - განაცხადა არტურო ვიდალმა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..