» » SZ: ზახავის განცხადება ლევანდოვსკისთან კოორდინირებული არ ყოფილა

SZ: ზახავის განცხადება ლევანდოვსკისთან კოორდინირებული არ ყოფილა

1-06-2018, 03:38
0116
ბოლო ცნობები რობერტ ლევანდოვსკის საგაზე უკვე გავრცელდა. როგორც Süddeutsche Zeitung იუწყება, პინი ზახავის მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონელს ახალი გამოწვევა სჭირდება ახალ კლუბთან, სინამდვილეში არ იყო შეთანხმებული თავდამსხმელთან. თუ წყაროს დავუჯერებთ, ლევანდოვსკი არც თუ ისე მონდომებულია სხვა კლუბში გადასვლისთვის, ისე როგორც ამას მისი აგენტი ამტკიცებს.

ლევანდოვსკი სჩანს, გაცილებით ნაკლებადაა დაინტერესებული კლუბის დატოვებით, ვიდრე ამას მისი აგენტი მოიაზრებდა თავის განცხადებაში. Süddeutsche Zeitung კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს იმეორებს და აცხადებს, რომ „ლევანდოვსკიმ იცის თუ რა აქვს მას ბავარიაში“. ის ჯერ კიდევ ოცნებობს „რეალში“ გადასვლაზე, მაგრამ იცის, რომ ეს ტრანსფერი ნაკლებად შესაძლებელია. ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა არ ითანამშრომლებს პინი ზახავისთან, იმის გამო, რომ ნეიმარი პარიზში გაგზავნა და არა მადრიდში.

თუმცა, ამ ყველაფრის გაცნობიერების მიღმა, ლევანდოვსკიმ იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია მიმდინარე გაბერილ სატრანსფერო ბაზარზე. ამავე დროს პოლონელი გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე ფოკუსირებას, ხოლო ფონურ რეჟიმში ბორბლები სვლას გააგრძელებენ, - ნათქვამია გერმანულ ინტერნეტ-გამოცემაში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..