ფილიპ ლამი: "მე და გვარდიოლას მსგავსი იდეები გვქონდა" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ფილიპ ლამი: "მე და გვარდიოლას მსგავსი იდეები გვქონდა"

ფილიპ ლამი: "მე და გვარდიოლას მსგავსი იდეები გვქონდა"

7-06-2018, 01:12 dachi8 სიახლეები 3

ფილიპ ლამი:
“ბავარიის“ ყოფილი მცველი და კაპიტანი ფილიპ ლამი, დადებითად აფასებს გვარდიოლასთან თანამშრომლობას და მასთან მუშაობის პროცესს იდეალურს უწოდებს.


„პეპს აქვს კონცეფცია, რომელიც მე მშვენიერ სტრატეგიად მეჩვენება. ის წარმოუდგენელი მეთოდით ამზადებს თავის გუნდებს. ეს მოიცავს საკუთარი გუნდის თამაშის ანალიზს და ასევე ოპონენტის თამაშისაც. მას აქვს გეგმა თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს და ის ფეხბურთელებს მზა გადაწყვეტილებებს სთავაზობს“.

„ეს იდეალურად მიხდებოდა მე. მუდამ უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებდი გვარდიიოლასთან მუშაობის პროცესში. ვფიქრობ, ჩემი საშუალებით ის ცდილობდა თავისი თამაშის სტილის რეალიზებას გუნდში“

- გვარდიოლამ თქვენ ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი გიწოდათ, რომელთანაც ოდესმე უმუშავია. რას ფიქრობთ ამაზე?

„ეს უდიდესი კომპლიმენტია. ჩვენ უბრალოდ მოგვწონდა ერთმანეთისათვის ფეხბურთის შესახებ აზრების გაზიარება. ეს წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო“.

„ვფიქრობ, თვითონ მას მოსწონდა ფეხბურთზე ჩემთან საუბარი. ჩვენ მსგავსი იდეები გვქონდა და ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იყო“, - აღნიშნა ლამმა.
1
0

Makaay 11 (7 ივნისი 2018 04:06)

როგორ ჩაგიტარათ ამ პირდაპირ გერმანელებს კატალონიელმა შიზოფრენიკ-აფერისტმა
0

qutaturi (7 ივნისი 2018 02:33)

dachi8,
xixi xixi xixi xixi xixi xixi რა კარგი იყოოო
0

dachi8 (7 ივნისი 2018 01:13)

დაგევასებოდა აბა რა, ცენტრში გადაგიყვანა და ამით ბავარია დაასუსტა,
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.