» » ლევანდოვსკისა და ჰაინკესის აღიარება

ლევანდოვსკისა და ჰაინკესის აღიარება

8-ივნ-2018, 11:35
0257
მესამედ თავის კარიერაში რობერტ ლევანდოვსკი აღიარებული იქნა თავისი კოლეგების მიერ სეზონის მოთამაშედ. როგორც ფეხბურთელთა პროფესიული კავშირი იუწყება, 2017/18 წლის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ხმათა 27,7 % აიღო.

მე-2 ადგილი ხამეს როდრიგესმა აიღო 13,8%-ით, რომლისთვისაც ეს სადებიუტო სეზონი გახლდათ. ხოლო, მე-3 ადგილი „შალკეს“ მცველმა ნალდომ აიღო, რომელმაც ხმათა 8% დააგროვა.

რაც შეეხება მწვრთნელებს, აქაც ასევე პირველ ადგილზე „ბავარიელია“. იუპ ჰაინკესმა ხმათა 36,7 % მიიღო. მე-2 ადგილზე დომენიკო ტედესკოა 25%-ით და მე-3 ადგილზე კი ნიკო კოვაჩი 18,1 %-ით.


ტიაგო სამეფო სურვილებით რუსეთში გაემგზავრა

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამოდენიმე დღეა დარჩენილი. ხუთშაბათს ტიაგო ესპანეთის ნაკრებთან ერთად რუსეთში გაფრინდა. სანამ თვითფრინავი გაფრინდებოდა, ფურია როხოს ფეხბურთელებმა განსაკუთრებული დარიგებები მიიღეს. ნაკრების სამწვრთნელო ბაზას ესპანეთის მეფე ფილიპ VI ეწვია. ესპანეთის ნაკრები სამეფო სურვილებით შეეცდება 2010 წლის წარმატება გაიმეოროს. ჯგუფურ ეტაპზე ტიაგო და კომპანია პორტუგალიის, ირანისა და მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..