გერმანიის თასზე პირველი მეტოქე ცნობილია
გერმანიის თასზე „ბავარიის“ პირველი მეტოქე რეგიონალური ლიგის კლუბი „დროხტერზენი“ გახდა.
ასეთი კენჭისყრა, პარასკევს, დორტმუნდში, გერმანიის ფეხბურთის მუზეუმში შედგა. პირველი რაუნდის მატჩები ბუნდესლიგის დაწყებიდან 1 კვირით ადრე, 15-დან 20 აგვისტოს ჩათვლით ჩაივლის, .
„ეს ბომბაა!“, - ვერ მალავდნენ თავის სიხარულს „დროხტერზენის“ წარმომადგენლები. „ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მეორე რაუნდში გასვლის, მაგრამ ახლა ეს ძალიან რთული იქნება!“.
მატჩი დროხტერზენში ჩატარდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კერძოდ სად ჩატარდება თამაში, რადგან რეგიონალ ლიგის კლუბის საშინაო მოედანი მხოლოდ 3 000 მაყურებელს იტევს.