ვიდალი: ეს ნამდვილი ოცნებაა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ვიდალი: ეს ნამდვილი ოცნებაა

ვიდალი: ეს ნამდვილი ოცნებაა

13-06-2018, 11:42 -ss- სიახლეები 0

ვიდალი: ეს ნამდვილი ოცნებაა
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ლეგიონერი არტურო ვიდალი, ინტერნეტ-გამოცემა Football Italia-სთან საუბრისას, საინტერესო მოსაზრებას აფიქსირებს საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. 31 წლის ნახევარმცველის განცხადებით, საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოს" მაისურით, "მარაკანას" სტადიონზე თამაში, მის ოცნებას წარმოადგენს.


"მე მომწონს "ფლამენგო". ჩემი ახლო მეგობარია რენატუ აუგუსტო. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს და იგი ხშირად მიყვება ამ კლუბისა და მისი გულშემატკივრების შესახებ. სიამოვნებით გამოვცდიდი ამ ენერგიას საკუთარ თავზე. მარაკანას სტადიონზე "ფლამენგოს" მაისურით თამაში, ეს ნამდვილი ოცნებაა. თუ ისინი ჩემთან დაკავშირებას მოინდომებენ, მე ამისათვის მზად ვარ. ერთად ჩვენ ყველაფრის მოგებას შევძლებდით."-ციტირებს გამოცემა Football Italia, ბავარიელი ცენტრის სიტყვებს.

ინტერვიუს ტონი ხუმრობას გავს, მაგრამ ვიდალი საკმაოდ სერიოზული ჩანს. ეს შეიძლება ცხოვრების არჩევანი გახდეს, შეიძლება ევროპა დატოვოს მთავარი გმირის რანგში და ბოლო საფეხბურთო წლები კარიერაში სამხრეთ ამერიკაში გაატაროს, სადაც ის მეფედ იგრძნობს თავს. მსოფლიო ჩემპიონატზე კი თავის ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს მიიჩნევს, „ბრაზილია უძლიერესია“ იძახის არტურო.

შეგახსენებთ, ევროპულ პრესაში აქტიურად განიხილება არტურო ვიდალთან დაკავშირებული შესაძლო სატრანსფერო საკითხები. ჩილელი ნახევარმცველისათვის ბრძოლაში, ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად კი საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" სახელდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.