» » მოდერნიზაცია ზებენერშტრასეზე

მოდერნიზაცია ზებენერშტრასეზე

13-ივნ-2018, 12:36
0245
როგორც წესი, საზაფხულო შესვენების დროს ზაბენერ შტრასეზე სიჩუმე ისადგურებს. ყველა ფეხბურთელი ან შვებულებაში იმყოფება ან ნაციონალური გუნდების ღირსებას იცავს. ამ დროს რეკორდმაისტერის კულისებს მიღმა მომავალი წარმატებისათვის, ბაზის მოდერნიზაცია იწყება. ეს საზაფხულო შესვენებაც გამონაკლისი არ იქნება.ზაბენერ შტრასეზე ლოკალური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ რიგში ოპტიმალურ მდგომარეობაში უნდა მოიყვანონ ყველა მოედანი. სავარჯიშო მოედანზე ახალი გაზონი დაიგება. ეს მოედანი ძირითადად ითვლება, რომელზეც „ბავარიელები“ მუშაობენ და ყველა სამუშაოები 2 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

უფრო დიდი სამუშაოები უკანა მოედნებს დაეთმობა. ექსკავატორებისა და სხვა მანქანების დახმარებით მოედანი უფრო გაფართოვდება და ახალი საძირკველი ჩაეყრება. ეს სამუშაოები კი აგვისტომდე გაგრძელდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელების ძველი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია კი საზაფხულო პაუზამდე დაიწყო, ასევე სპორტული დარბაზისაც. ახალი ოფისების სამშენებლო სამუშაოები ძირითადად დასრულებულია, ახლა მხოლოდ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა საბოლოო სახისა და ექსპლუატაციაში შენობების მიღებისათვის ჯერ კიდევ დროა საჭირო.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..