ბაიერნი 2014 წელსაც ინტერესდებოდა ვერნერით » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ბაიერნი 2014 წელსაც ინტერესდებოდა ვერნერით

ბაიერნი 2014 წელსაც ინტერესდებოდა ვერნერით

13-06-2018, 17:18 dachi8 სიახლეები 0

ბაიერნი 2014 წელსაც ინტერესდებოდა ვერნერით
Sport Bild-ზე დაყრდნობით ახალგაზრდა გერმანელი თვდამსხმელის ტიმო ვერნერის აგენტმა კარლჰაინც ფიოსტერმა განაცხადა, რომ გერმანიის რეკორდმაისტერი ტიმოსთან დაკავშირებით ინტერესს 4 წლის წინათაც იჩენდა.

2014 წელს. როდესაც მიხაილ რეშკემ ბავარიაში მუშაობა დაიწყო, მიუნხენელებს ტიმოსთან კონტაქტი ჰქონდათ. იმ დროს ვერნერის მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. დიდი კონკურენციის გამო 18 წლის თვდამსხმელს მიუნხენში განვითრების შანსი არ ექნებოდა, ისე სწრაფად როგორც ეს „შტუტგარტში“ და „ლაიფციგში“ მოახერხა.

რეშკემ ვერნერში უდიდესი პოტენციალი დაინახა. თუმცა ორივემ გადაწყვიტა, რომ მიუნხენში გადასვლა მეტად ნაადრევი გახლდათ. 2016 წელს ვერნერი „ლაიფციგში“ გადაბარგდა.

ფიორსტერს ახლა შეუძლია ვერნერის გამოსვლებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიადევნოს თვალი და დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი გამოიჩინოს.

რა იქნება შემდგომ?
ფიორსტერი: „ახლა ჩვენ გვსურს მსოფლიოს ჩემპიონატს დავუცადოთ“.

თვითონ ვერნერი სიტუაციას სწორად მიუდგა და ნებისმიერი შეთავაზება და სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გადადო.

სპეკულაციებზე, ლევანდოვსკის მემკვიდრედ დასახელების შესახებ 22 წლის გერმანელი თავდამსხმელი თავშეკავებულად პასუხობს: „ყოველი შემთხვევისათვის, ეს საკითხი მხოლოდ ტურნირის შემდეგ იქნება აქტუალური“, - იძახის „ლაიფციგის“ ვარსკვლავი.

ამ დრომდე კი კატა-თაგვობანას თამაში კვლავ გრძელდება და თუ პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი დარწმუნებით იძახის, რომ ლევანდოვსკი ამ ზაფხულს მიუნხენურ კლუბს დატოვებს, ბაიერნის ხელმძღვანელობა თავის მხრივ მშვიდად პასუხობს პრესაში გავრცელებულ ჭორებს, რომ პოლონელი ფორვარდი მომავალ სეზონშიც „ბაიერნის“ ფერებს დაიცავს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.