რუმენიგემ ჭორებზე და ტრანსფერებზე შეკითხვებს უპასუხა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რუმენიგემ ჭორებზე და ტრანსფერებზე შეკითხვებს უპასუხა

რუმენიგემ ჭორებზე და ტრანსფერებზე შეკითხვებს უპასუხა

13-06-2018, 21:13 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგემ ჭორებზე და ტრანსფერებზე შეკითხვებს უპასუხა
“ბავარიის“ ყოფილი პრეზიდენტის კარლ-ჰოფნერის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც გერმანიის წინაშე დამსახურებისათვის ჯილდო გადაეცა, რეკორდმაისტერის აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.

კერძოდ, 62 წლის ფუნქციონერმა „ბავარიის“ ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის ტრანსფერი არ გამორიცხა. მსოფლიოს ჩემპიონს, ჟერომ ბოატენგს ამ ბოლო დროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი სურვილი კლუბის გამოცვლასთან დაკავშირებით.

რუმენიგე ბოატენგის ტრანსფერზე: „პრინციპში ეს ჩემთვის უცნობი თემა არაა, მისი სურვილის შესახებ მისმა აგენტმაც ქრისტიან ნერლინგენმაც მაცნობა, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეს თემა შეიძლება აქტუალური გახდეს. თუ რომელიმე კლუბი მოვა და გვამცნობებს, რომ მათ თავიანთ რიგებში ბოატენგის ხილვა სურთ და ამის სურვილი თვითონ ფეხბურთელსაც ექნება, ჩვენ შევთანხმდებით“.

2011 წელს ჟერომ ბოატენგი „მანჩესტერ სიტიდან“ 13,5 მილიონ ევროდ „ბავარიაში“ გადმოვიდა. წლების განმავლობაში ის კლუბისა და ნაციონალური გუნდის დაცვის ლიდერი გახლდათ, ამის მიუხედავად „ბავარია“ მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს სხვა კლუბებთან.

თუმცა აქამდე „ბავარიისთვის“ ჯერ არც ერთ კლუბს არ მიუმართავს წინადადებით.

რუმენიგე: „ეს ახლა ყველაფერი სპეკულაციებია. მე ნამდვილად ვიცი, რომ ჟერომი ჯერ კიდევ მუშაობს ამ საკითხზე“.


ბოატენგს შეუძლია სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს - ლევანდოვსკის კი არა!

რობერტ ლევანდოვსკის საკითხთან დაკავშირებით, რუმენიგე კვლავ შეუპოვარია. პოლონელმა თავისი კონტრაქტის პირობები უნდა დაიცვას 2021 წლამდე.

რუმენიგე: „მე ვთქვი რამოდენიმე კვირის წინ, რომ ფსონებს მივიღებდი ამ საკითხთან დაკავშირებით. ლევანდოვსკი ჩვენთან ერთად დარჩება“!

რუმენიგემ ასევე ლევანდოვსკის თემასთან დაკავშირებით წინა ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნაეხვარფინალში მადრიდის „რეალთან“ ორივე თამაშზე, კლუბების ხელმძღვანელობა ერთად სადილობდა და პოლონელ ფორვარდზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა მადრიდელების მხრიდან.
„ჩვენ ოდესღაც ფეხბურთელი გვყავდა, რომლითაც ფლორენტინო პერესი იყო დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ მათ კარი მივუხურეთ. ზუსტად ამ ისტორიიდან ვიცი,

რომ ლევანდოვსკით რომ იყოს დაინტერესებული ის ამას აუცილებლად ღიად იტყოდა. მაგრამ ჩვენთვის სულერთია. ჩვენ კლუბში გადაწყვეტილება მივიღეთ და ის არ შეიცვლება!“.

რუმენიგეს ასევე სხვა სატრანსფერო ჭორებზეც დაუსვეს კითხვები, კერძოდ, ბოატენგის შესაძლო შემცვლელზე „ჰოფენჰაიმის“ ცენტრალურ მცველ კევინ ფოგტზე.

რუმენიგე: „ყოველთვის დასაჯერებელი არაა რასაც ლაპარაკობენ. შეგიძლიათ ის სიიდან ამოშალოთ“ - განაცხადა 62 წლის ფუნქციონერმა.

და რას გვეტყოდით ტიაგო ალკანტარაზე, რომელზეც იწერება, რომ ის ბარსელონაში ბრუნდება? - არ ცხრებოდნენ რეპორტიორები.

რუმენიგე: „მე არაფერი არ ვიცი ამის შესახებ. არც ერთ კლუბს არ მოუმართავს ჩვენთვის და ასევე ტიაგოსაც. ჩვენ მომდევნო სეზონს მასთან ერთად ვგეგმავთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ რომ გუნდში ბევრი ნახევარმცველია. სისტემიდან გამომდინარე მხოლოდ 3 ან 4 პოზიცია გვაქვს 9 ფეხბურთელისთვის. თუ ჩვენ ფეხბურთელებს გავუშვებთ, არ გამოვრიცხავ რომ რაიმე კიდევ გავაკეთოთ“ - აღნიშნა ფუნქციონერმა.

ტრანსფერებამდე „ბაიერნის“ ხელმძღვანელი ახლა მსოფლიოს ჩემპიონატით დატკბება
„მსოფლიოს ჩემპიონატი შესანიშნავი მოვლენაა, რადგან ფეხბურთის ყურება ყოველდღე შემიძლია, შუადღიდან გვიან საღამომდე და მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ. თქვენ ასევე, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფეხბურთელებს, რომლებიც ფოკუსში არ არიან. როგორც წესი, მე ყველა თამაშს ვუყურებ. ეს ძალიან საინტერესოა“.


განსაკუთრებით სასიხარულოა მანუელ ნოიერის დაბრუნება მოედანზე

„ძალიან მოხარული ვარ რომ მანუელი დაბრუნდა. მას ძალიან ხანგრძლივი გამოცდა ჰქონდა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი „ბავარიაში“ ვლოცულობდით რომ ის მსოფლიოსათვის გამოჯანმრთელებულიყო“.
„ავტრიასთან თამაშში მას ახლოდან დავაკვირდი თუ როგორ მოძრაობდა და მეტად ნასიამოვნები დავრჩი. მანუელს სრულიად ნორმალური მოძრაობები ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ის ახლა აბსოლუტურად მზადაა მსოფლიო ჩემპიონატისათვის“.

2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.