» » გზა მსოფლიო ჩემპიონატის თასისკენ

გზა მსოფლიო ჩემპიონატის თასისკენ

14-06-2018, 20:05 dachi8 სიახლეები 0

გზა მსოფლიო ჩემპიონატის თასისკენ
ყოველ 4 წელიწაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდები პლანეტის საუკეთესო გუნდის წოდებისათვის იბრძვიან. ხუთშაბათს რუსეთში ნანატრი მუნდიალი სტარტს აიღებს - 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი!
11 ბავარიელი თავის ნაკრებში თავისი ოცნებისაკენ გზას გააგრძელებს.

მაგრამ მოსკოვის ფინალამდე მათ დიდი გზის გავლა მოუწევთ. თავიდან გუნდებს ჯგუფური ეტაპის გადალახვა მოუწევთ. ტიაგო პარასკევს ესპანეთის ნაკრებთან ერთად პორტუგალიას შეხვდება (22:00 სთ). ნახევარმცველი პირველი „ბავარიელი“ გახდება, რომელიც ტურნირზე სტარტს აიღებს. ესპანელები თავის ჯგუფში ასევე ირანს (ოთხშაბათი 22:00სთ) და მაროკოს (ორშაბათი, 25 ივნისი, 22:00 სთ.) დაუპირისპირდებიან. როგორც გახსოვთ, 4 წლის წინ ბრაზილიაში „ფურია როხამ“ ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა.

მისია - „ტიტულის დაცვა“

გერმანიის ნაკრები მანუელ ნოიერთან, მათს ჰუმელსთან, ჟერომ ბოატენგთან, ნიკლას ზიულესთან, იოშუა კიმიხთან, სებასტიან რუდისთან და ტომას მიულერთან ერთად ტურნირს ტიტულის მოქმედი მფლობელის რანგში ხვდება. კვირას (19:00 საათზე) მსოფლიოს ჩემპიონები პირველ მატჩს მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. გერმანელების სხვა მეტოქეები ჯგუფ „F“-ში შვეცია (შაბათს, 23 ივნისი, 22:00 სთ) და სამხრეთ კორეა (ოთხშაბათი, 27 ივნისი, 18:00 სთ) არიან.

ფავორიტთა რიცხვში საფრანგეთის ნაკრებსაც მოიაზრებენ, რომელშიც „ბავარიელი“ კორენტენ ტოლისო ასპარეზობს. ფრანგებს თავისი ამბიციების დამტკიცება შაბათს 16 ივნისს, 14:00 საათზე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევთ. მომდევნო ხუთშაბათს კი პერუს ნაკრებს დაუპირისპირდებიან (19:00სთ), ხოლო ჯგუფურ ეტაპს დანიის წინააღმდეგ დაასრულებენ (სამშაბათი, 26 ივნისი, 18:00სთ).


„ბავარიელთა“ დუელი „H“ ჯგუფში

ჯგუფ H-ში მეორე ტურში „ბავარიელთა“ დუელი შედგება. კვირას 24 ივნისს 22:00 საათზე პოლონეთი კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდება - რობერტ ლევანდოვსკი - ხამეს როდრიგესის წინააღმდეგ. ორივე თავისი ნაკრების კაპიტნებად გვევლინებიან. ამ მატჩამდე სამხრეთ ამერიკელები სენეგალთან ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის დასასრულს კი ლევანდოვსკი და კომპანია (ხუთშაბათს, 28 ივნისს 18:00 სთ) ვოლგოგრადში იაპონიის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო, ხამესს სამარაში სენეგალთან ექნება საქმე.

თავისთავად ყველა „ბავარიელს“ ფლეი-ოფებში გასვლა სურს, პირველი სტადია 30 ივნისიდან 3 ივლისამდე ჩაივლის. კარგი ამბებია: ამ ეტაპზე მიუნხენელები ერთმანეთს არ შეეჯახებიან. ყველაზე ადრეული შეხვედრა მიუნხენელებს შეიძლება მეოთხედფინალში მოუწიოს (6 და 7 ივლისს). ნახევარფინალური მატჩები 10 და 11 ივლისს ჩატარდება, ხოლო 15 ივლისს (19:00 საათზე) მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.