» » ბოატენგი: "მნიშვნელოვანია, რომ პირველი თამაში მოვიგოთ"

ბოატენგი: "მნიშვნელოვანია, რომ პირველი თამაში მოვიგოთ"

14-06-2018, 21:15 dachi8 სიახლეები 0

ბოატენგი:
ვატუტინკში ყოფნის მე-3 დღეს და მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ მატჩამდე 3 დღით ადრე, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ტონი კროოსმა და ჟერომ ბოატენგმა პრესას თავისი გეგმები გააცნეს.






ჟერომ ბოატენგი ვატუტინკში პირველ დღეებზე...
- „ კარგად ვგრძნობთ თავს, მშვენივრად ვემზადებით. სულმოუთმენლად ველოდებით დასაწყისს და შესანიშნავ განწყობაზე ვიმყოფებით“.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩებში წაბორძიკებაზე...
- „ამხანაგური მატჩები - რა თქმა უნდა იგივე არაა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი. ვიცით, რომ არ ვთამაშობდით ისე, როგორც გვსურდა. ეს უფრო კარგიცაა, რომ კვირას ჩვენ რთული მოწინააღმდეგე გვყავს. კარგად უნდა ვითამაშოთ, მნიშვნელოვანია, რომ მოვიგოთ“.

- „ვიცით, რომ ტურნირებს კარგ ნოტაზე ვიწყებთ. მნიშვნელოვანია პირველი მატჩის მოგება, რადგან ეს გამარჯვება ნდობას ამტკიცებს მომდევნო თამაშისათვის. ზუსტად ამაზე ვაკეთებთ ფოკუსირებას“.

თავის ტრავმაზე...
- „ ამ მომენტისათვის თავს კარგად ვგრძნობ. რიტმი კი მაშინ აღდგება, როდესაც მატჩებში იმონაწილევებ“.

იოაჰიმ ლიოვზე...
- „ როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი ის პროგრესირდება. იოგი მუდამ ავითარებს გუნდს. ჩვენ მისი დადებითი ემოციები და მისდამი ნდომა გადმოგვეცემა“.


ტონი კროოსი, წარმატების ფორმულაზე მსოფლიო ჩემპიონატზე...
- „ასეთ ტურნირზე გადამწყვტი მნიშვნელობა ნებისყოფას ენიჭება. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ითამაშოს ყოველ მატჩში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა. გუნდის დახმარება შეიძლება, თუ გაიგებ როგორი სათამაშო კლასი გაგაჩნია, დარწმუნებული ვარ ჩვენს შემთხვევაში ეს ვარიანტი - მუშაობს“.

რას ელოდება მსოფლიო ჩემპიონატისგან კროოსი...
- „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. გუნდი ბრძოლისთვის მზადაა. ბევრი რამ განიხილებოდა 4 წლის განმავლობაში, ბევრი რამ ითქვა უკვე, ამიტომ რა კარგია, რომ საბოლოოდ ჩვენ უკვე აქ ვართ, კვლავ საქმეში“.

მექსიკის შესახებ...
- „მექსიკას კარგ მოწინააღმდეგედ განვიხილავ. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ თამაშზე ვკონცენტრირდეთ. ეს კარგი შეგრძნებაა - იცოდე, რომ ღირსეულ მეტოქეს ხვდები, იმისათვის რომ გონება ჩართო და პროცესში ჩაეშვა. მექსიკას შესანიშნავი გუნდი ყავს“.

იოშუა კიმიხზე...
-„ ნაკრებშიც და ბავარიაშიც ის საკვანძო ფეხბურთელია. ფილიპ ლამის კვალს გაყოლა არც თუ ისე ადვილია, მაგრამ ის შესანიშნავად ართმევს თავს. იოშუა სრულიად მზადაა გუნდის ლიდერი გახდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე“.

მარტში ბრაზილიასთან თამაშზე თავის კრიტიკაზე...
- „მე არ გამიკრიტიკებია ნაკრები, მე მხოლოდ ის კონკრეტული მატჩი გავაკრიტიკე. ვფიქრობ, ჩვენ საუდის არებეთთან თამაშში ყველაფერი არ გამოგვივიდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თითოეულს გამარჯვების სურვილი ამოძრავებდა. ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცით თუ რაში უნდა ვპროგრესირდეთ და ვმუშაობთ ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ვერაფერზე ვერ გაგვაკრიტიკებენ“.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდის ბირთვზე...
- „მნიშვნელოვანია გუნდის ბირთვი, რომელსაც უკვე მოგებული აქვს დიდი და მნიშვნელოვანი მატჩები. მაგრამ მატჩის ხარისხი - უპირველეს ყოვლისა. როდესაც გუნდში ახალწვეული მოდის ხარისხიანი თამაშით, ჩვენ მას ხელგაშლილები ვხვდებით“.

მოგების სირვილზე...

- „ჩვენ დასახული მიზნები გვამოძრავებს. მოგების შიმშილი და შთაგონება დიდხანს არ მოგაცდევინებს. ისინი წინ გამოძრავებენ - 2014 წლის წარმატების გამეორებისაკენ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.