» » ფილიპ ლამი რუსეთის დედაქალაქს ეწვია

ფილიპ ლამი რუსეთის დედაქალაქს ეწვია

16-06-2018, 11:29 -ss- სიახლეები / სხვადასხვა 0

ფილიპ ლამი რუსეთის დედაქალაქს ეწვია
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ფილიპ ლამი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვია და აპირებს ბუნდესნაკრების ასპარეზობას, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, აქტიურად მიადევნოს თვალი. ვეტერანი ფეხბურთელის ვიზიტი არ გამოპარვიათ ჟურნალისტებსაც, გთავაზოთ მოკლე ამონარიდს ფილიპ ლამის ინტერვიუდან.


"წარმომიდგენია თუ არა, ოდესმე მწვრთნელის ამპლუაში მუშაობა? ახლა მე ფეხბურთისგან გარკვეული დისტანცირება მჭირდება, მოცემულ მომენტში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ყოველდღე მწვანე საფარზე გავიდე და ვიმუშაო. თუმცა, როგორც ამბობენ არასოდეს თქვა არასოდეს"

"ჩვენი ნაკრების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მათ ბევრი რამ ძალუძთ. ამ გუნდს ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ხოლო საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ, ეს გარკვეულწილად იღბალზეც არის დამოკიდებული."

"ჩემი რჩევა მანუელ ნოიერს? ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი ვინმეს რჩევები მივცე. მანუელთან ერთად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი, ერთად კი ძალზედ ჰარმონიულად ვმოქმედებდით. მაგრამ მე დავასრულე კარიერა სწორედ იმიტომ, რომ სხვა კაპიტანმა საკუთარი გზით იაროს."

"რა ადგილები მოვინახულე მოსკოვში? მე დღეს ჩამოვფრინდი. უწინ, როდესაც ამ ქალაქში ვიმყოფებოდი, მხოლოდ ფეხბურთის ხილვა მოვასწარი. ბევრისგან მსმენია, რომ ეს ძალიან ლამაზი ქალაქია. აქ აუცილებლად ვესტუმრები გერმანიის საელჩოს, ასევე სკოლას. ხოლო ბოლო დღეს კი უთუოდ დავათვალიერებ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს"- ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Чемпионат-ის სპორტული ჟურნალისტი პაველ ლევკოვიჩი, ფილიპ ლამის სიტყვებს.

ფილიპ ლამი რუსეთის დედაქალაქს ეწვია
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.