» » იოაჰიმ ლიოვი მექსიკასთან მარცხს გამოეხმაურა

იოაჰიმ ლიოვი მექსიკასთან მარცხს გამოეხმაურა

17-ივნ-2018, 23:06
0297
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, 1-ელ ტურში მექსიკის ნაკრებთან მარცხი (0:1) შეაფასა.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ - პირველი მატჩი წავაგეთ. ჩვენთვის ეს არანორმალური სიტუაციაა, რადგან პრაქტიკულად ყველა წინა ტურნირებში ვიგებდით. ამისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ".

"პირველ ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, ეს უნდა ვაღიაროთ. ისე არ ვთამაშობდით, როგორც ყოველთვის - შეტევაში, ზონებს ვტოვებდით ცარიელს და დაცვაში ვერ ვასწრებდით დაბრუნებას“

„მეორე ტაიმში მექსიკა უკვე ძალიან ღრმად ჩაჯდა დაცვაში, ჩვენ კი დავიწყეთ შეტევა და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ უშედეგოდ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, თუმცა მეტოქეს ვჯობდით. ესე იგი აუცილებლად გავიმარჯვებთ მე-2 თამაშში“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..