» » კიმიხმა და კომპანიამ მარცხი განიცადა

კიმიხმა და კომპანიამ მარცხი განიცადა

17-ივნ-2018, 23:38
0335
მსოფლიოს ჩემპიონებმა 2018 წლის მუნდიალის პირველ მატჩში მარცხი განიცადეს. კვირა საღამოს გერმანიის ნაკრებმა, მოსკოვში მექსიკასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. იოაჰიმ ლიოვმა 5 „ბავარიელი“ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ 1-ელი ტაიმის მაღალ დონეზე ჩატარება მისმა გუნდმა ვერ მოახერხა. მომდევნო შაბათს, 23 ივნისს, ბუნდესნაკრები სოჩაში შვედეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველი 45 წუთი განსაკუთრებით ბევრი სამუშაო მანუელ ნოიერს ჰქონდა, ასევე მცველებს მათს ჰუმელსს, ჟერომ ბოატენგს და იოშუა კიმიხს. გერმანიის ნაკრები საკმარისად კომპაქტურად არ იყო განთავსებული მოედანზე და მექსიკელებს ბევრი საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მისცა.

35-ე წუთზე ერთ-ერთი ასეთი მომენტი გოლად გარდაისახა: სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ირვინგ ლოსანომ საჯარიმოში ბურთი მიიღო და ახლო კუთხეში გერმანიის კარი აიღო.

თომას მიულერი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, მაგრამ როგორც დანარჩენმა შემტევმა ფეხბურთელებმა, მანაც ვერ შეძლო ნამდვილი საფრთხე შეექმნა მექსიკის კართან.

მე-2 ტაიმში ბუნდესნაკრების ფეხბურთელები უკეთესად მოქმედებდნენ და ბევრ საგოლე მომენტებიც შექმნეს, რომლებშიც კიმიხიც და მიულერიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ამასთან იოაჰიმ ლიოვის გუნდს წინანდებურად აკლდა შეტევითი ძალა. მხოლოდ ბოლო 15 წუთს, მექსიკის კართან რეგულარულად იქმნებოდა საგოლე მომენტები. მიულერის და კომპანიის ყველა მცდელობის მიუხედავად, ბურთი მეტოქის კარში ვერა და ვერ შედიოდა. 89-ე წუთზე იულიან ბრანდტი ახლოს იყო იმასთან, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ბურთი საჯარიმოდან მძლავრი დარტყმის შედეგად ძელმა აისხლიტა.

ნიკლას ზიულე და სებასტიან რუდი სათადარიგო სკამზე დარჩნენ.

მსოფლიოს ჩემპიონებმა 2018 წლის მუნდიალის პირველ მატჩში მარცხი განიცადეს. კვირა საღამოს გერმანიის ნაკრებმა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..