» » ოლივერ კანი გერმანიის წაგებას გამოეხმაურა

ოლივერ კანი გერმანიის წაგებას გამოეხმაურა

19-ივნ-2018, 10:58
0398
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ქულების დაკარგვით იწყებს მექსიკასთან მატჩში. ლეგენდარული გოლკიპერი ოლივერ კანი გერმანიის ნაკრების თამაშს აანალიზებს.


„მექსიკელები, განსაკუთრებით 1-ელ ტაიმში, დაუნდობლად იყენებდნენ გერმანელების სუსტ მხარეებს, რომლებიც ცნობილია არა მხოლოდ ამ ჩემპიონატიდან“, - განაცხადა კანმა გერმანული კანალი ZDF-ის ეთერში. ბუნდესნაკრების წაგების შემდეგ.

„სამი ხედირა და ტონი კროოსი არასაკმარის მხარდაჭერას იღებენ ცენტრში, კერძოდ, იულიან დრაქსლერისაგან და თომას მიულერისგან სხვადასხვა ფლანგებიდან. განსაკუთრებით კი მათს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი რჩებოდნენ მეტად შორს გუნდისგან“.

„ირვინ ლოსანოს გამარჯვების გოლი (35 წუთზე) გერმანელების შეცდომამ დიდი რაოდენობით თავისუფალი სივრცეების დატოვებამ გამოიწვია. „საიდუმლო არაა, რომ ჩვენ ხშირად გვექმნება პრობლემები, თუ გუნდი ასე ქაოტურად თამაშობს, როგორც ეს მექსიკასთან იყო და არ შეუძლია თამაშის თავის კონტროლის ქვეშ მოქცევა“.- იძახის კანი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..