» » იოაჰიმ ლიოვი: „ჩვენ არ ვნებდებით“

იოაჰიმ ლიოვი: „ჩვენ არ ვნებდებით“

19-ივნ-2018, 11:39
0365
ფეხბურთელები, გულშემატკივრები და გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ძლიერ გულგატეხილები არიან პირველი წაგებით მექსიკის ნაკრებთან. DFB.de-თან ინტერვიუში ლიოვი წაგების მიზეზებზე ყვება, გუნდის განწყობაზე და მომავალ გეგმებზე.





DFB.de: როგორ იმოქმედა თქვენზე მექსიკასთან წაგებამ?

ლიოვი: ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. ტურნირში პირველ მატჩში წაგება ჩვენთვის დამახასაიათებელი სიტუაცია არაა. ჩვენ ჩვენი თამაში არ გვინახებია, რაც ნამდვილად შეგვიძლია და რისი ძალაც შეგვწევს. ეს სიტუაცია ჩვენთვის გაკვეთილია და მომდევნო მატჩში საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.


DFB.de: რა დაგაკლდათ, თავდაჯერებულობა?

ლიოვი: 1-ელ ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. შეტევაში და პასებში ჩვენთვის ჩვეული თამაში არ ყოფილა, მეტოქის სივრცეებს ვერ ვაკონტროლებდით და ბურთს ხშირად ვკარგავდით. მე-2 ტაიმში მექსიკელები თავის მოედანზე განთავსდნენ და რამოდენიმეჯერ გვქონდა შესაძლებლობა, მაგრამ რატომღაც ისეთი გრძნობა გვქონდა ბურთს არ უნდოდა კარში აღმოჩენა. ჩვენ ზედმეტად ვჩქარობდით.


DFB.de: როგორი განწყობა აქვს ახლა გუნდს?

ლიოვი: „ახლა ყველანი ძალიან-ძალიან გულგატეხილნი არიან. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე და თამაში გავაუმჯობესოთ. საკმაო გამოცდილება გვაქვს, რომ წაგებას გავუმკლავდეთ და კვლავ აღვიდგინოთ ძალები, მაგრამ მომდევნო თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ.


DFB.de: ისე გამოიყურება, თითქოს რამოდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური პრობლემები აქვს

ლიოვი: 1-ელ ტაიმში არასაკმარისად დინამიურად გამოვიყურებოდით. მე-2 ტაიმში ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩვენ არასაკმარისად ძლიერები ვართ. ეს არ იყო დამოკიდებული მითითებებზე ან თამაშის შეცვლის სურვილზე, ასევე ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაში.


DFB.de: მოგიწევთ ახლა ყველაფრის შეცვლა?

ლიოვი: ჩვენს გეგმაზე უარის თქმა? რა თქმა უნდა არა! ჩვენ რომ 100%-ით გვეთამაშა, მაშინ უფრო მეტი მომენტების შექმნა შეგვეძლებოდა. ჩვენ ჩვენს გზას მივყვებით და ჩვენი საუკეთესო და ძლიერი მხარეები უნდა გავაუმჯობესოთ.


DFB.de: როგორ თვლით, შესანიშნავად ჩატარებული კონფედერეაციის თასის შემდეგ, უფრო ახალგაზრდა შემადგენლობა უნდა წამოგეყვანათ მსოფლიოზე?

ლიოვი: ჩვენ შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვყავს. გუნდში მეტად ასაკოვანი ფეხბურთელი არ გვყავს. ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვენთან იმყოფებიან, ესენი ჩვენი ძირითადი შემდაგენლობაა. განკარგულებაში გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, მაშინაც კი როდესაც ეს ასე არ ჩანს.


DFB.de: ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე, 3 მოქმედი ჩემპიონი ჯგუფიდან ვერ გავიდა, იქნებით თქვენ მე-4?

ლიოვი: ჩვენ ეს არ მოგვივა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა ყველაფერი გამოვასწოროთ. რაღაც-რაღაცეების კორექტირება მოხდება.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..