» » ნოიერი: "შვედეთთან სულ სხვა მატჩს ჩავატარებთ"

ნოიერი: "შვედეთთან სულ სხვა მატჩს ჩავატარებთ"

20-ივნ-2018, 12:19
0290
გერმანიის ნაკრების 1-მა ნომერმა და კაპიტანმა მანუელ ნოიერმამ მექსიკის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გუნდის განწყობაზე ილაპარაკა.

„ჩვენს ნაკრებში არიან ფეხბურთელია, რომელთა მხრებზე რამოდენიმე ტურნირია, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაწყებული კონფედერაციის თასით დამთავრებული. ჩვენ არ გვაქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობები - ჩვენ ერთი გუნდი ვართ და პასუხს ვაგებთ გუნდის შედეგებზე“.

„ამ მარცხის შემდეგ პირველ რიგში გამოწვევა ჩვენს თავზე უნდა მივიღოთ, ყველას მშვენივრად ესმის, თუ რა დევს სასწორზე. თითოეული შემდგომი მატჩი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებისთვის ფინალური იქნება“.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენი გუნდის გამოსვლებზე - სადილზე, ვახშამზე და ვარჯიშების დასრულების შემდეგ. მაგალითად, დღეს საკმაოდ მკაცრი და არასასიამომვნო საუბარი გვქონდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მიმდინარე სიტუაციაზე. ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან ფეხბურთელებს შეუძლიათ გამოხატონ თავისი აზრი და თუ რაიმე აწუხებთ. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მწვრთნელის ფილოსოფიას მხარს ვუჭერთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ შვედეთის მატჩში ჩვენ სხვა თამაშს ვაჩვენებთ“, - აღნიშნა ნოიერმა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..