» » ჰუმელსი: "ვალდებულნი ვართ ტოპ-კლასის თამაში ვაჩვენოთ"

ჰუმელსი: "ვალდებულნი ვართ ტოპ-კლასის თამაში ვაჩვენოთ"

21-ივნ-2018, 19:37
0209
გერმანიის ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება შვედეთის ნაკრებთან, სადაც ბუნდესნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს. მათს ჰუმელსს სჯერა, რომ მოახლოებული დაპირისპირება დადებითად დასრულდება.

„ახლა თავდაჯერება გაგვიჩნდა იმის, რომ სწორ გზაზე ვუხვევთ და შეგვიძლია გარდატეხის შეტანა“, - იძახის 29 წლის „ბავარიელი“.

ჯგუფის საერთო შეკერებაზე მექსიკასთან მარცხის განხილვამ ჰუმელსის აზრით შედეგი გამოიღო და სწორი დასკვნები გამოიტანეს. „ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი თამაშის ჩვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში დავბრუნდებით. ამგვარად, საბოლოოდ გავიაზრეთ, რომ მხოლოდ ტოპ-თამაშის ჩვენება იქნება საკმარისი“, - აღნიშნა ჰუმელსმა.

„ალიანც არენა“ კვლავ გერმანიის დროშის ფერებშია

მიუნხენში გერმანიის ნაკრებს ყველა საშუალებით უჭერენ მხარს! მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნდესნაკრების პირველი მატჩის დღეს „ალიანც არენა“ გერმანიის დროშის ფერებში ანათებდა. ნაკრების მომდევნო თამაშებზეც ეს აქცია გაგრძელდება. განსაკუთრებული განათება მზის ჩასვლის შემდეგ ირთვება ( 22:00 საათისათვის) და 2 საათი გრძელდება.


გერმანიის ნაკრების მომდევნო თამაშები:
შაბათი, 23 ივნისი, 22:00 საათზე: გერმანია - შვედეთი
ოთხშაბათი, 27 ივნისი, 18:00 საათზე: გერმანია - სამხრეთ კორეა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..