» » ბეკენბაუერი: "კრიზისული თათბირი გუნდს დაეხმარება"

ბეკენბაუერი: "კრიზისული თათბირი გუნდს დაეხმარება"

22-ივნ-2018, 17:27
0225
სოჩაში გაფრენის წინ მანუელ ნოიერმა კრიზისული თათბირის გამო, თითქმის 1 საათით დააგვიანა პრეს-კონფერენციაზე. ნაკრებში ძალიან სერიოზულად მიუდგნენ პირველ მატჩში მექსიკასთან წაგებას.

ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ ეს გუნდს უნდა დახმარებოდა. „0:1-ის შემდეგ მექსიკასთან მატჩში 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამახსენდა. მაშინ წარმოდგენა ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე დაიწყო - ჩვენ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ვკამათობდით პრემიების გამო. შემდეგ კი მარცხი მოყვა ამ ყველაფერს გდრ-თან“.

„ღამით, მატჩის შემდგომ ბაზაზე ცხელი გარჩევები გვქონდა. ჩვენი სქემა არ მუშაობდა. გუნდში კი ბევრი ცალკე დაჯგუფებები იყო. წყვილი ბოთლი ღვინის თანხლებით მაშინ ჩვენ ყველაფერი განვიხილეთ“, - ყვება ფრანცი.

ბეკენბაუერმა მწვრთნელისაგან (ჰელმუტ შონისგან) ცვლილებები მოითხოვა. ამგვარად, ძირითადი შემადგენლობიდან 4 ფეხბურთელი გამოირიცხა, მათ შორის ული ჰიონესიც იმყოფებოდა (მან შემდეგ ფინალში ითამაშა).

„სამშაბათს კრიზისული თათბირი გუნდისთვის აუცილებელი იყო. თუ მომავალშიც ასე უმოძრაოდ ვითამაშებთ, როგორც ეს მექსიკასთან იყო, ჩვენ ვერც ერთ მატჩს ვეღარ მოვიგებთ. მარკო როისი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დადგეს. იმის წარმოდგენა შემიძლია, რომ იოგი ლიოვი რაღაცას გამოცვლის და მსოფლიო ჩემპიონატის რიტმში ჩავჯდებით“, - თვლის ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი.

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..