» » კომენტარები: გერმანია 2 - 1 შვედეთი

კომენტარები: გერმანია 2 - 1 შვედეთი

24-ივნ-2018, 15:23
0247
დაუჯერებელია! საბოლოო წუთზე ტონი კროოსმა გერმანიას. მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფების კარი გაუღო. სუპერ დაძაბულ მატჩში შვედებთან ყოფილმა „ბავარიელმა“ დამატებულ მე-5 წუთზე ჯარიმის გათამაშების შემდეგ ანგარიში 2:1 (0:1) გახადა.




მატჩის შემდგომი კომენტარები

იოაჰიმ ლიოვი:
ეს მოგება ჩვენთვის დიდი გამართლებაა - რადგან იყო ტრავმაც და ნაკრები 10 კაცითაც დარჩა.... მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დამსახურებული მოგება გახლდათ, რადგან ბოლო წამამდე გვჯეროდა გამარჯვების. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან, ძალიან კარგად ვართ მორალურირად მომზადებულნი. შესვენებაზე მე გუნდს ვუთხარი, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო და არ უნდა ინერვიულონ, დრო ჯერ კიდევ საკმაოდ გვაქვს. ვუთხარი, რომ წინ უნდა წავიდეთ და შვედების დაცვა უნდა გავწელოთ, გატანის შესაძლებლობა რომ მიგვეღო. მოხარული ვარ ტონი კროოსისა და მისი გოლის გამო. დღეს ჩვენ დავინახეთ გაცილებით ნაკლები არაზუსტი გადაცემები, ვიდრე ეს მექსიკასთან მატჩში იყო. ჩვენს შეტევით სათამაშო სტილს, მხოლოდ 1 ნაკლი აქვს, ნებისმიერ წამს შეიძლება მიგვიყვანოს იმ კონდიციამდე, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიხდეს. მაგრამ შევძელით და მეტოქეს დიდი ზეწოლით ვეთამაშეთ, რამაც ბევრი შესაძლებლობა მოგვცა. ურთიერთგაგება დღეს ყოველ მომენტში შეიგრძნობოდა, მინდორზე თითოეულ პოზიციაზე. შემადგენლობაში კონკურენცია ძლიერია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მესუთ ოზილი და მისი კრეატივი. მათსს სურდა თამაში, მაგრამ ექიმების აზრით, ეს სახიფათო იქნებოდა. რა თქმა უნდა, ის ჩვენ გვჭირდება, ის გამოცდილი, მაღალი დონის ფეხბურთელია და მოხარულნი ვართ, რომ ის მალე დაბრუნდება. ვთვლი, რომ სებასტიან რუდის ცხვირის მოტეხილობა აქვს, სისხლი არ ჩერდებოდა და მისი გამოცვლა იყო საჭირო. მაგრამ შესაძლოა შეძლოს და ითამაშოს ოთხშაბათს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უნდა დავიცადოთ.


რაინჰარდ გრინდელი:
- ჩვენ დავიმსახურეთ გამართლება და ბოლო წუთზე მოგება საუკეთესოებს დარჩათ. ჩვენ აშკარად უკეთესად ვთამაშობდით, ვიდრე ეს მექსიკასთან იყო. გუნდმა კარგი რეაქცია გამოავლინა და თავდაუზოგავად ითამაშა. იყო სამწუხარო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენს ბიჭებს დიდი მოგების სურვილი ჰქონდათ. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ახლა სამხრეთ კორეაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია, თუმცა ვთვლი, რომ დღევანდელი მატჩი ძალას მოგვცემს ტურნირის სხვა თამაშებში. მწვრთნელს შემადგენლობის საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს, თითოეული მატჩის წინ ის ყველა ფეხბურთელს აკვირდება, ანალიზს აკეთებს და მხოლოდ მაშინ წყვეტს თუ ვინ უნდა ითამაშოს. იოაჰიმი კომპეტენტურია. ჟერომ ბოატენგის შემცვლელი უნდა მოვძებნოთ, ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ასევე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს შესანიშნავი საღამო იყო ყველა ჩვენთაგანისთვის.


- ტონი კროოსი:
- რა შემიძლია რომ ვთქვა: დღეს ჩვენ აღმასვლაც გვქონდა და დაღმასვლაც. პირველი 10 წუთის განვალობაში ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა აგვეღო, წინ მივდიოდით, მაგრამ დავტორმუზდით. იმისათვის, რომ დაბრუნდე მე-2 ტაიმში და ყველაფერი შენს სასარგებლოდ შემოაბრუნო, მყარი კვერცხებია საჭირო. ჩვენ ვიბრძოდით - და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ზოგიერთნი მოხარულნი იქნებოდნენ ჩვენი გავარდნით, მაგრამ ასეთ სიამოვნებას არავის არ მივანიჭებთ. მომდევნო თამაშამდე არც თუ ისე დიდი დრო გვაქვს, ასე რომ უნდა მოვემზადოთ და სამხრეთ კორეას მოვუგოთ. მომდევნო მატჩში კვლაც პრესინგით უნდა დავიწყოთ პირველივე წუთებიდან. ადრენალინი და სათამაშო კლასი ამაში დაგვეხმარება.


- მარკო როისი
- ბოლო 10-15 წუთზე ჩვენ უმცირესობაში დავრჩით, მაგრამ ფეხბურთის თამაში არ შეგვიწყვეტია. ტონის გასროლა - ნუ რა უნდა თქვა აქ? უბრალოდ მსოფლიო კლასია. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი გოლი გადის ბოლო წუთებზე და აქაც გამართლება გინდა. ნამდვილად კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ 100%-იანი მომენტები არ გვქონია. შვედებმა კი ამაში გვაჯობეს და ამასთან მეტად კომპაქტურად იცადნენ თავს. ვიცოდით, რომ შეტევაში უნდა გავძლიერებულიყავით. რთულია იმის თქმა, თუ რატომ ვუშვებდით შეცდომებს, მაგრამ ფეხბურთში ასე ხდება.


- თომას მიულერი
- ჩვენ ყველაფერი გავიღეთ ამ თამაშისათვის და ასმაგად დაგვიბრუნდა უკან. ვცდილობდით არ დავნებებულიყავით. ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს ასეთი შედეგისთვის - რომ თუ ბოლო წამამდე იბრძოლებთ - ბოლოში დაჯილდოვდებით. ჩვენ არ გვიმართლებდა: ხან ბრანდტმა მოარტყა ძელს, ხან გომესი იყო მიზანთან პირისპირ. ყველაფერი არ გამოგვდიოდა ისე, როგორც გვსურდა, მეტოქის გოლი კი ცუდი ზარი იყო ჩვენთვის. შვედეთი კარგად თამაშობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ დაიღლებოდნენ. აი ამიტომ ბოლოსკენ ამდენი ვარიანტი გაგვიჩნდა. ეს მატჩი შეიძლება ტურნირზე გარდამტეხი მომენტი გახდეს, ეს შედეგი ჩვენს თამაშზე აისახება. რას ვგრძნობთ? პეპლებს მუცელში. გვაქვს სურვილი ბურთით თამაშის გაუმჯობესების, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმუშავებთ ტურნირის გამო. დაე იყოს ეს ტურნირი ჩვენთვის ხანგრძლივი. რა თქმა უნდა ყველაფერია შესაძლებელი: უარესიდან ყველაზე მაღალ შედეგამდე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..