ლინეკერმა გერმანია-შვედეთის მატჩის შემდეგ თავისი უკვდავი ფრაზა დააკორექტირა
გერმანიამ შვედეთთან გიჟური მატჩი შემოატრიალა (2:1) და ყველამ მაშინვე ინგლისელი ლეგენდა გარი ლინეკერის უკვდავი ფრაზა გაიხსენა: „ფეხბურთს 22 ადამიანი თამაშობს და ბოლოს ყოველთვის გერმანელები იგებენ“.
კი, ეს თავისუფალი თარგმანია - მაგრამ რუსეთში ეს მყარი გამოხატულება გახდა.
ორიგინალი ასე ჟღერს:
გარი ლინეკერი: 1990 წელი:„ფეხბურთი - უბრალო თამაშია. 22 ადამიანი ბურთს აგორავებს 90 წუთის განმავლობაში და ბოლოს გერმანია იგებს“
ლინეკერი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც ნაკრების მაისურით 48 გოლი გაიტანა, ახლა კი - BBC-ის საფეხბურთო კომენტატორი. ლინეკერის ინგლისმა 1990 წლის მუნდიალზე ფრგ-თან ფრე ითამაშა, თვითონ ლინეკერმა 81-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პენალტების სერიაში ინგლისი გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა, რის შემდეგაც იმედგაცრუებულმა ინგლისელმა ეს ლეგენდარული ფრაზა წარმოთქვა, რომელსაც მალე 28 წელი შეუსრულდება - 2018 წლის 4 ივლისს.
გარი, რა თქმა უნდა ამაზე არ შეჩერდა და გერმანია - შვედეთის მატჩის შემდგომ თავისივე სიტყვებს მცირე კორექტირება გაუკეთა და ტვიტერის სოციალურ ქსელში შემდეგი ფრაზა დაწერა:
„ფეხბურთი უბრალო თამაშია. 22 ფეხბურთელი 82 წუთის განმავლობაში ბურთს დასდევს, ერთ გერმანელს აძევებენ. შემდეგ 21 ფეხბურთელი 13 წუთი დასდევს ბურთს, ბოლოს კი გერმანელები ეშმაკმა დალახვროს რაღაცნაირად იმარჯვებენ“. - დაწერა ტვიტერზე ლინეკერმა.
ლინეკერის ამ ფრაზას 1,5 საათის განმავლობაში 38 ათასი გაზიარება და 90 ათასი მოწონება დაუგროვდა. ხოლო 18 საათის განმავლობაში 183 ათასი მოწონება და 62 ათასი გაზიარება.