» » როი კინმა და გარი ნევილმა ბოატენგს დასცინეს

როი კინმა და გარი ნევილმა ბოატენგს დასცინეს

25-ივნ-2018, 09:10
0260
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი და ირლანდიის ნაკრების, ყოფილი ნახევარმცველი როი კინი შვედეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ (2:1) გერმანიის ნაკრების ცენტრალურ მცველს ჟერომ ბოატენგს აკრიტიკებენ.

29 წლის გერმანელმა შეხვედრის 82-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო (2 ყვითელის ჯამში), მაგრამ გერმანიამ უმცირესობაში მაინც მოიპოვა გამარჯვება.

„ის მოედანზე ისე დაიარება თითქოს კვირის ლიგის ფეხბურთს თამაშობდეს“ (სამოყვარულო ლიგა) - იძახის როი კინი.

ნევილი დაეთანხმა თავის ყოფილ პარტნიორს და დაამატა:

„გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველები სასაცილოები იყვნენ. ამას იმის გამო ვიძახი, რომ ბოატენგს თავი რატომღაც ბეკენბაუერი ჰგონია. ის პეპ გვარდიოლას მეთაურობით თამაშობდა და იმის დაჯერება დაიწყო, რომ ფანტასტიური ფეხბურთელია“.

„ბოატენგი პირველ ტაიმში სასაცილო იყო და ცდება, თუ ფიქრობს, რომ ფეხბურთელია. ის დაბოდიალობს მოედანზე ბანცალ-ბანცალით“ - თქვა ნევილმა.

ეს კომენტარები გერმანია-შვედეთის მატჩის შესვენების დროს გაკეთდა და რა თქმა უნდა მატჩის დამთავრებისას კინს მეტი ჰქონდა სათქმელი: „გერმანია ბოატენგის გარეშე უკეთესად თამაშობდა“, - იცინოდა ირლანდიელი მატჩის დასრულებისას.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..