იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება

26-06-2018, 19:51 dachi8 სიახლეები / სხვადასხვა 2

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება
ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ნაკრებს 2008 წლიდან უდგას სათავეში, გასული ტურნირების სქემაზე, გუნდების ძლიერ და სუსტ მხარეებზე ყვება.






ევრო 2008: იოაჰიმ ლიოვის პირველი ტურნირი მთავარი მწვრთნელის რანგში.
სქემა: 4-4-2


გერმანიის ნაკრებს ერთი ნაბიჯი აშორებდა ტიტულს - ფინალში ის ესპანეთმა შეაჩერა.

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება


„2008-ში დარწმუნებული ვიყავი, რომ 2 თავდამსხმელით უფრო მეტ გოლს გავიტანდით“
იოაჰიმ ლიოვი პოლონეთთან მატჩში შემადგენლობაზე (2:0): „თუ შემადგენლობაზე ვილაპარაკებთ, მაშინ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ 2 თავდამსხმელით უფრო მეტ გოლს გავიტანდით, ვიდრე ერთით. დღეს ამაში აუცილებლობას ვერ ვხედავ - ჩვენ წარმოუდგენლად ბევრი ნახევარმცველი გვყავს, რომლებიც სახიფათოები შეიძლება იყვნენ კართან. 4-4-2 კარგი სქემაა, მაგრამ თითოეულ სისტემას თავისი უპირატესობები და ნაკლი გააჩნია. ყოველთვის ბევრია დამოკიდებული ფეხბურთელების ტიპზე, რომლებიც შენს განკარგულებაში იმყოფებიან. განსაკუთრებით კარგად უნდა იყოს წარმოდგენილი ცენტრალური ზონა. ასეთი 2 ცენტრალური ნახევარმცველით, როგორებიც - ფრინგსი და ბალაკია, შენ ხშირად რისკავ უმცირესობაში აღმოჩნდე. ამ ვარიანტში უფრო მეტი შეტევითი ძალაა, მაგრამ ამასთან თამაშის ცენტრში, სადაც ძირითადი მოვლენები ხდება, შენ უმცირესობაში ხარ.




2008 წელს მიხაელ ბალაკი ჩემი მარჯვენა ხელი იყო. ის მეტად მგრძნობიარე ფეხბურთელი იყო, ბალაკი თავისუფლად მოაზროვნე და ინდივიდუალისტი გახლდათ, მას მეტი თავისუფლება სჭირდებოდა. ამის მიუხედავად ჩვენ ყოველთვის კარგი და ღია ურთიერთობები გვქონდა. მიხაელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაუბრე გახლდათ. ასევე ლიდერი იყო მიროსლავ კლოზე. კრისტოფ მეტცელდერი - ფეხბურთელი, რომელიც უდიდეს გამოცდილებას ფლობდა და ამიტომ დანარჩენსაც იყოლიებდა. ტორსტენ ფრინგსი მაშინ 6 ნომერი გახლდათ და ისიც ლიდერთა შორის იყო. ფილიპ ლამი კი ნამდვილი წამყვანი ფეხბურთელი გახდა 2 წლის შემდეგ“.



2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. სქემა 4-2-3-1

გერმანიის ნაკრები კვლავ ესპანეთთან დამარცხდა. ამჯერად ნახევარფინალში.
„2010 წელს ჩვენ იდეალთან ახლოს ვიყავით - კომპაქტური დაცვა, სწრაფი კონტრშეტევები“.


იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება


იოაჰიმ ლიოვი ინგლისის ნაკრებთან 1/8 ფინალურ მატჩზე (4:1) 4-2-3-1: „2010 წელს ბალაკმა ტრავმა მიიღო. ჩვენ წარმოუდგენლად ახალგაზრდა გუნდი გვყავდა პატარა გამოცდილებით: ეს პირველი ტურნირი იყო ნოიერი, ბოატენგი, ხედირა, მიულერი და ოზილისათვის. მაშინ ჩვენს წინაშე შემდეგი ამოცანა იდგა: - სწრაფად გამოვსულიყავით კომპაქტური დაცვისგან და სწრაფად გადავსულიყავით კონტრშეტევაზე მიულერის, ოზილისა და პოდოლსკის მეშვეობით. ასევე შეტევებში ხშირად ერთვებოდა ფილიპ ლამი, ცენტრში კი შეტევების დამასრულებელი კლოზე გვყავდა. თუმცა, თამაშის საერთო სტილი კომპაქტური გახლდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი: თუ როგორ უნდა განვლაგებულიყავით მოედანზე და სწრაფად გადავრთულიყავით თამაშში? ეს კითხვა აქტუალური იყო მთელი ტურნირის განმავლობაში, ამაში იყო ამ გუნდის მიზანი. მათ შორის იმიტომაც, რომ ცენტრში ჩვენ კარგი ორგანიზება გვქონდა შვაინშტაიგერისა და ხედირას წყალობით. თუმცა ეს გუნდი ჯერ მზად არ იყო დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა თამაში.
ამ ტურნირზე 1/8-ში ინგლისთან და ¼-ში არგენტინასთან ტაქტიკის თვალსაზრისით იდეალთან იყო მიახლოებული. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. განსაკუთრებით მჭიდროდ ვურთიერთობდი ლამთან, ფრიდრიხთან, შვაინშტაიგერთან, კლოზესა და პოდოლსკისთან“.


ევრო 2012. სქემა 4-2-3-1

„ჩემმა გეგმამ კროოსთან და ოზილთან ერთად პირლოს წინააღმდეგ არ იმუშავა“

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება


ლიოვი იტალიასთან ნახევარფინალზე (1:2): „ჩვენ შეგვეძლო რაღაც სხვანაირად გაგვეკეთებინა. ჩვენ ყველაფერი არასწორად გავაკეთეთ. იტალიის საკვანძო ფეხბურთელი პირლო გახლდათ, რომლის თამაშიდან გამოთიშვა გვინდოდა. ჩვენ ეს არ გამოგვივიდა - მას ძალიან დიდი თავისუფალი ზონები ჰქონდა. ოზილსა და კროოსს ევალებოდა პირლოსთვის ხელის შეშლა, რადგან როგორც წესი პირლო იწყებდა იტალიელების შეტევებს. არ მსურდა, რომ ვიღაც ერთს დაეფარა ის - მათ (ოზილსა და კროოსს) ეს ამოცანა ერთმანეთში უნდა გაენაწილებინათ. ეს ჩანაფიქრი არ გამოგვივიდა.. ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენება. იტალიელები გვაღიზიანებდნენ იმით, თუ როგორ იცავდნენ თავს და როგორ შლიდნენ ჩვენს თამაშს. ისინი ჩვენზე გამოცდილი და ჭკვიანები იყვნენ, 0:2-ის შემდეგ ჩვენ შოკში ვიყავით“.

¼-ში ჩვენ საბერძნეთს მოვუგეთ, აქამდე კი წარმატებით ჩავატარეთ 3 თამაში ჯგუფში. შეიძლება, ¼-ში მე ძალიან დიდი ცვლილებები განვახორციელე და ამიტომ ფეხბურთელები რიტმიდან ამოვარდნენ. როგორც კი თამაში დასრულდა, მე დავიწყე ფიქრი: როგორი შემადგენლობით ვითამაშებდით მომდევნო მატჩში? ეს პროცესი რამოდენიმე დღე გრძელდებოდა. მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, შემდეგ კი მაშინვე მომდევნო მეტოქეზე დავიწყე ფიქრი: რა უნდა გაგვეკეთებინა და გუნდის სასარგებლოდ რა წავიდოდა“.


2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. სქემა 4-3-3

„2014-ში ნათელი გახდა: მეტოქის ნაკლები ანალიზი! ახლა ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ აქცენტები“.

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება


„2014-ში ჩვენ დიდი გაკვეთილი მივიღეთ. იმისათვის, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, საჭიროა მას საკუთარი თამაში უკარნახო. ეს ჩვენი თამაშის ევოლუცია გახლდათ. 2012 წელს იტალიასთან ჩვენ ზედმეტად ვაკეთებდით ორიენტაციას მოწინააღმდეგეზე, მეტად ვიყავი კონცენტრირებული იტალიაზე. 2014 წელს ასეთი რამ არ განმეორებულა. 2012 წლის ევროს შემდეგ ჩვენ ჩვენს თავს ვუთხარით: რა თქმა უნდა, არის მეტოქის ანალიზი, მაგრამ უკვე ისეთი მოცულობით არა. ახლა, ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ აქცენტები. მთავარი ფიქრი: მოქმედება, შეტევა, მაგრამ ამავდროულად კომპაქტურად განლაგება. გამარჯვებულის მენტალიტეტი მნიშვნელოვანი თემა გახლდათ. აქამდე ჩვენ რამოდენიმე ნახევარფინალი წავაგეთ და ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ნამდვილი ჩემპიონები გავმხდარიყავით. ამავდროულად საუბარი მიდიოდა წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობებზე: საკუთარი თავის რწმენა, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის როგორც საჭიროა.
ტურნირის დაწყებამდე სამი ხედირას და ბასტიან შვაინშტაიგერს სერიოზული ტრავმები ჰქონდათ, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ტაქტიკური მეთოდები გვქონდა: თავიდან მე ფილიპ ლამი დავაყენე ცენტრში და ამან შესანიშნავად იმუშავა, მათ შორის პირველ მატჩში პორტუგალიის წინააღმდეგ (4:0).

ხედირა და შვაინშტაიგერი მზად არ იყვნენ მთელი ტურნირი ეთამაშათ, ჩემთვის ეს ცხადი იყო. პირველ 4 თამაშში ცენტრში ლამი გამოვიყენეთ, იმისათვის რომ ხედირას და შვაინშტაიგერს ერთმანეთი შეეცვალათ. ამგვარად, ჩვენ გაცნობიერებულად უარი ვთქვით ფილიპ ლამის მარჯვენა მცველობაზე. მე ყველაფერი შევცვალე ¼-ში საფრანგეთთან, რადგან ჩვენმა ანალიზმა ნათლად დაგვანახა: მეტოქე ძლიერია მოედნის ცენტრში, მაგრამ მას პრობლემები აქვს დაცვაში მარცხნივ. ეს სწორი მომენტი იყო, იმისათვის, რომ ლამი მარჯვენა ფლანგზე დაგვებრუნებინა: იქ ფილიპის ფლანგზე, საფრანგეთი დაუცველია! ამასთან, ხედირა და შვაინშტაიგერი კვლავ ფორმაში იყვნენ, ასე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ორივე შეძლებენ ტურნირის ბოლომდე თამაშს“.


ევრო - 2016. სქემა: 4-3-3

„2014-თან შედარებით ჩვენ უკეთესნი ვიყავით, მხოლოდ ტიტული გვაკლდა“.

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება


ლიოვი საფრანგეთთან ნახევარფინალის შესახებ (0:2): „მათს ჰუმელსმა მატჩი დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. სამი ხედირა და მარიო გომესი ტრავმირებულნი იყვნენ. ამიტომ ჩვენ სხვა განლაგება უნდა გამოგვეყენებინა. შეიძლება, მიულერი შეტევის ცენტრში ოპტიმალური გადაწყვეტილება არ იყო. ის ძლიერია, როდესაც სიღრმიდან მოქმედებს. თუმცა, შეტევის ცენტრში თამაში ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს. ამ მატჩში თომასისთვის რთული იყო 2 ტოპ-მცველის კოსელნი და უმტიტის წინააღმდეგ თამაში.

ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით სლოვაკეთის და იტალიის წინააღმდეგ, შემდეგ იძულებულნი ვიყავით 3 ცვლილება განგვეხორციელებინა. მატჩის განმავლობაში ჟერომ ბოატენგმა ტრავმა მიიღო. ამ დრომდე ძალიან ვბრაზობ წაგების გამო: ჩვენ ვაკონტროლებდით ფრანგებს. მაშინაც კი თუ ამის დაჯერება არ გსურთ - ყველა მონაცემები, სტატისტიკა და ანალიტიკა იძახის იმის შესახებ, რომ ევრო 2016 ჩვენი საუკეთესო ტურნირი გახლდათ! ყველაფერი უკეთ იყო ვიდრე ეს 2014-ში. ყველაზე მეტი გოლების რეალიზება მოვახდინეთ და ნაკლების უფლება მივეცით საკუთარ კართან. ჩვენი თამაშის გეგმა დამაჯერებელი იყო საფრანგეთთან მატჩის ჩათვლით.

ჩვენ კარგად ვითამაშეთ საფრანგეთის წინააღმდეგაც. ფრანგები ბედნიერები იყვნენ და მადლიერნი რომ შესვენებისკენ ისინი 1:0 იგებდნენ. მათ უბრალოდ გასახდელში გასვლა უნდოდათ გაშვებული გოლის გარეშე. ჩვენ გამართლება გვაკლდა. შესვენებამდე ბასტიან შვაინშტაიგერი უიღბლოდ აღმოჩნდა ბურთის წინაშე - ხელი, პენალტი. ამან მიგვიყვანა 0:1 ანგარიშამდე, შემდეგ ფრანგებს კიდევ ერთი კონტრშეტევა ჰქონდათ. საფრანგეთი შინ იმყოფებოდა ტურნირზე ისეთი ტოპ-ფეხბურთელებით, როგორიც პოგბა, გრიზმანი და სხვანი არიან. ასეთი დომინირება, ასეთი დანაკარგებით: ეს პრაქტიკულად დაუჯერებელი იყო. ჩვენ ვაკონტროლებდით ფრანგებს მათ მოედანზე და მათი გულშემატკივრების თვალწინ. მე ჯერ კიდევ ძალიან ვბრაზობ ამ მარცხის გამო“.


2017 წლის კონფედერაციის თასი. სქემა 3-4-2-1

იოაჰიმ ლიოვი: 3 მცველით თამაშის გამოცდილება  მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვეხმარება


„3 მცველით თამაში - ერთ-ერთი ვარიანტია. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, რომ გუნდისთვის სხვადასხვა ვარიანტების გამოყენება მესწავლებინა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩვენ მეტად მოქნილი გუნდი ვართ. ძირითადი იდეა კონფედერაციის თასზე: ჩვენმა ახალგაზრდა გუნდმა მეტი კონტრშეტევა უნდა განახორციელოს. ამ შემადგენლობით ჩვენ არ შეგვეძლო დომინირება და 70-80% ბურთის ფლობა. 2-3 კვირიანი ვარჯიშების შემდეგ გუნდმა ეს კარგად გაიგო. ეს გამოცდილება შეიძლება დაგვეხმარის ჩვენ 2018 წლის რამოდენიმე მატჩში“.
1
0

heineken (27 ივნისი 2018 09:36)

ბრავო კარვი სტატიაა
1

muller13 (26 ივნისი 2018 21:59)

ყოჩაღ ავტორი. ასეთი სტატიები მიყვარს. მუშაობთ ბიჭები რა. ამის წინ ვუსაყვედურე საიტის ადმინს და მგონი ეწყინა :) არ გეწყინოთ რა. მაგარი ბიჭები ხართ ვინც ამ საიტზე შრომობთ.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.