» » იოაჰიმ ლიოვი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

იოაჰიმ ლიოვი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

27-ივნ-2018, 02:10
0254
ხვალ, 27 ივნისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გერმანია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელების ფორმაზე, ჯგუფში ნაკრების სიტუაციაზე და კონკრეტულ ფეხბრთელებზე ისაუბრა.




ლიოვი ფეხბურთელების ფორმაზე:
- ხვალ ჩვენს გაკარგულებაში 18 ფეხბურთელია. სებასტიან რუდი ხვალ ვერ შეძლებს თამაშს. მან მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, ოპერაცია კი საერთო ნარკოზის ქვეშ წარიმართა. ნიღბითაც კი ის 3 დღეზე ადრე ვერ შეძლებს თამაშს. ჟერომ ბოატენგი მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. დანარჩენები მზად არიან სათამაშოდ, მათს ჰუმელსიც კი. მას ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა აღარ აქვს.


ლიოვი მესუთ ოზილზე და სხვა სარეზერვოებზე....
- მესუთმა ღირსეული რეაქცია გამოავლინა ვარჯიშებზე შვედეთთან მატჩის შემდეგ, ისევე როგორც სამი ხედირამ. ჩვენ ასევე სხვა ფეხბურთელებსაც განვიხილავთ, რომლებსაც ჯერ არ უთამაშიათ,


ლიოვი თომას მიულერზე...
- მექსიკასთან მატჩის შემდეგ ჩვენ ხანგრძლივი ლაპარაკი გვქონდა. შევეცადეთ მისი თამაში გაგვეანალიზებინა ვიდეოს დახმარებით. ის მეტად მგრძნობიარე და თვითკრიტიკული ფეხბურთელია, როდესაც საქმე მის თამაშს ეხება. თითოეული, ვინც კი თომასს იცნობს, იცის, რომ მას ყოველთვის სურს იყოს საუკეთესი. ის აბსოლიტურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.


ლიოვი, F ჯგუფში სიტუაციაზე....
- თავში სხცადასხვა სცენარებს არ ვატრიალებ. რა თქმა უნდა, მატჩის მიმდინარეობისას მაცნობებენ მექსიკისა და შვედეთს შორის მიმდინარე ამბებს, რათა, საჭიროებისამებრ მოვახდინოთ რეაგირება. მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ჩვენი ძალისხმევით. ჩვენ უნდა მოვიგოთ, თუ მოვახერხებთ 2 ბურთის სხვაობით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც დავგეგმეთ გამოგვივიდეს.

ლიოვი კონტრშეტევებთან გამკლავების პრობლემაზე...
- ჩვენ ამის თაობაზე უკვე არაერთხელ ვილაპარაკეთ. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ დაცვით ხაზზე. შვედეთთან მატჩში ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით ამ ასპექტში ვიდრე ეს მექსიკასთან იყო. ანუ, ჩვენ ყველაფერი არ გამოგვდიოდა, მაგრამ მთლიანობაში უკეთესობა გვეტყობოდა. უბრალოდ ამაზე მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.


ლიოვი სამხრეთ კორეის შესახებ...
- სამხრეთ კორეას კარგი სწრაფი ფეხბურთელები ყავს თავდასხმაში. მათ უყვართ კონტრშეტევებით თამაში. ცდილობენ დაცვიდან სწრაფ შეტევაში გადავიდნენ. ვფიქრობ, რომ ისინი აგრესიულად დაიწყებენ თამაშს უფრო ადრე, ვიდრე ეს შვედეთმა გააკეთა. ისინი შეეცდებიან ბურთი ცენტრში აგვართვან, ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენს თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ რომ უბრალოდ დავკარგით ბურთი. სონის წინააღმდეგ ჩვენ პერსონალურად არ ვითამაშებთ, რადგან კორეელი მწვრთნელი მას სრულ თავისუფლებას აძლევს მთელს მინდორზე თამაშისა. ის ძალიან სწრაფად ეშვება მინდვრის შუაგულში და ისინი ვინც დაცვაში თამაშობენ, ყურადღებით უნდა იყვნენ. ნაკლებად უნდა დავკარგოთ ბურთი.


ლიოვი ფეხბურთელების განწყობაზე....
- მექსიკასთან მატჩის შემდეგ გუნდი არ იყო კარგად. თითოეულმა იცოდა, თუ რას ნიშნავს ეს სიტუაცია, ზეწოლა უზარმაზარი იყო. შვედეთთან მატჩის შემდგომ სუფთა სიხარულით აივსნენ და მოეშვნენ, რადგან 1 ქულით ძალიან ცუდად გვექნებოდა საქმე. თუმცა ეს გამარჯვება - მხოლოდ პატარა ნაბიჯია 1/8-კენ და მთლიან გუნდს ესმის ეს. ახლა ჩვენ სამხრეთ კორეას უნდა ვაჯობოთ. მთავარია კონცენტრაცია შევინარჩინოთ იმისდა მიუხედავად თუ რა მოხდა აქამდე.


ლიოვი კაზანში სიცხეზე...
- ცხადია, რომ +30 გრადუს ტემპერატურაზე ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ ორივე მატჩში, რომ შეგვიძლია თამაში სწრაფ ტემპში ცხელ ამინდში. ჩვენ სამხრეთ კორეაზე მეტი პრობლემა არ გვექნება სიცხესთან დაკავშირებით.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..