» » ჰუმელსი: "მთლიანი გუნდი მზად ვართ ლიოვის მხარდასაჭერად დავდგეთ"

ჰუმელსი: "მთლიანი გუნდი მზად ვართ ლიოვის მხარდასაჭერად დავდგეთ"

28-ივნ-2018, 02:21
0262
გერმანიის ნაკრები 2018 წლის მუნდიალს გამოემშვიდობა. ბუნდეთიმმა სამხრეთ კორეასთან მარცხი განიცადა (0:2) და შინ დროზე ადრე გაემგზავრა.
ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მათს ჰუმელსმა, რომელიც დღევანდელ მატჩში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ტვიტერის სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა. მისი მატჩის შემდგომი კომენტარი კი ემოციებით სავსეა

„ჩვენ განადგურებულები ვართ და წარმოუდგენლად იმედგაცრუელბულნი ჩვენი თამაშით. ძნელია ფიქრებს ერთად მოუყარო თავი. ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა ჩემს სპორტულ ცხოვრებაში. 2 ჩემპიონატზე ვითამაშე: ერთი უმაღლესი წარმატება იყო, მეორე - უდიდესი იმედგაცრუება. ამის მიღება ძნელია. შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რა ხდება გერმანიაში. მესმის, რომ ბევრნი დამწუხრებულნი და გაბრაზებულნი იქნებიან, მაგრამ ეს ფეხბურთია. იყო გულშემატკივარი ნიშნავს რომ ზოგჯერ იზეიმებ, ზოგჯერ კი დაიტანჯები. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ასევეა ყველაფერი, ამიტომ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ გულშემატკივრები პოზიტიურ ემოციებს ვერ განიცდიან".

"ჩვენ ვერ შევძელით საჭირო რიტმის მოძებნა, რომელიც პრაქტიკულად წინა წლის ბოლომდე გვქონდა. ამის თქმა პირდაპირ შეიძლება.. ჩვენ არ ვყოფილვართ ისეთი ძლიერები და ვერ ვდომინირებდით, როგორც ვიყავით მიჩვეული. მექსიკასთან თამაშის შემდეგ მე გულახდილად ვთქვი თუ რა არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. დღეს ჩემთვის უფრო რთულია, ვერ ვიტყვი თუ რა არ წავიდა ისე. ძალიან კარგად არ გვითამაშია, მაგრამ მომენტები გვქონდა რომ გაგვეტანა და ვერ გამოვიყენეთ. ეს მიზეზების კომპლექსია, ერთდროულად რამოდენიმე ასპექტი არ იყო მსოფლიოს ჩემპიონების დონეზე. ამასთან, არ გაგვიმართლა და დამატებით დროში გოლი მივიღეთ. პირველი გაშვებული გოლის შემდეგაც კი მე მშვენიერი მომენტი მქონდა. ახლა, რთულია იმის თქმა, თუ რა არ წავიდა ისე. თუმცა მესმის, რომ ეს ის არაა, რაც გავარდნის შემდეგ უნდა თქვა. კვალიფიკაციაზეც არ იყო გერმანიის ყველა თამაში თავის სიმაღლეზე. ახლა ძალიან ცოტა დროა გასული, რომ მიზეზი მოვძებნო".

"პირველად ლიოვის მეთაურობით რაღაცამ არ იმუშავა, როგორც გვსურდა რომ ემუშავა. ჩვენ ყოველთვის ვლახავდით წარმატებით კვალიფიკაციას და როგორც მინიმუმ ნახევარფინალამდე გავდიოდით. ბევრი ქვეყანა ბედნიერი იქნებოდა ასეთი სტატისტიკის გამო. ახლა ჩვენ შეცდომები დავუშვით, მაგრამ სიტუაციას მთლიანობაში უნდა შევხედოთ".

"წლებია ყველაფერი საუკეთესოდ იყო, ახლა კი არაფერი არ გამოგვივიდა. ჩვენ არ ვყოფილვართ ისეთი ძლიერები, რისი იმედიც გვქონდა. საზოგადოებას ვიცნობთ. ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებს. ჩვენ შეგვიძლია მთლიანი გუნდით ლიოვის მხარდასაჭერად დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ მოგვწონს ის გზა, რომლითაც მას მივყევართ, მაგრამ მას მაინც გააკრიტიკებს საზოგადოება“, - განაცხადა ჰუმელსმა.


.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..