» » გერმანელებმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთეს

გერმანელებმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთეს

28-ივნ-2018, 14:45
0216
მოგეხსენებათ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გაიმართა, ერთმანეთს სამხრეთ კორეა და გერმანია დაუპირისპირდნენ. აზიელებმა 2-0 იმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში ჩატოვეს. მტკივნეული მარცხის შემდეგ ჰუმელსმა და ნოიერმა სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერეს.


მანუელ ნოიერი: "ჩვენ ისევე იმედგაცრუებული ვართ როგორც თქვენ! მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელში ერთხელაა და ჩვენ ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი. ვწუხვარ რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვვარდით რეალობა მწარეა. თქვენი მხარდაჭერა დიდი იყო გერმანიაში და რუსეთში მოედანზეც. 2014 წელს რიოში ერთად ავღნიშნეთ გამარჯვება, მაგრამ სპორტში ხანდახან ხდება დამარცხება როდესაც ოპონენტები უკეთესები არიან.
ჩვენ ვულოცავთ შვედეთს და მექსიკას შემდეგ ეტაპზე გასვლას და სამხრეთ კორეას გუშინდელ გამარჯვებას.
მადლობა რუსეთს სტუმრობისთვის! "

მატს ჰუმელსი: "ტურნირი დიდი ამბიციებით დავიწყეთ მაგრამ ახლა გერმანიაში ვბრუნდებით, ეს ასეა სამწუხაროდ. ვფიქრობთ რომ ჩვენი შესაძლებლობები მთლიანად არ ვაჩვენეთ და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 4 წლის მერე გაიმართება იქამდე გამოსწორებისთვის ბევრი დროა.
ჩვენ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ რუსეთში და სახლში მყოფ ფანებს, ახლა წარმოუდგენლად ბევრი შეტყობინება მოგვდის სოციალურ ქსელში გასამხნევებელი და კრიტიკული ჩვენ ამას ვიღებთ. სექტემბრის დასაწყისში ჩვენ კიდევ შევიკრიბებით და დავანახებთ ყველას თუ რა შეგვიძლია".

ჟერომ ბოატენგი: " რა კატასტროფაა... სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონატი ისე არ წარიმართა როგორც ჩვენ გვინდოდა! მე ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ და ასევე ვწუხვარ გულშემატკივრებთან რომლებიც გვიყურებდნენ და ჩვენს გამო საზღვარი გადაკვეთეს. ჩვენ გვქონდა შანსი გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. ოთხი წლის წინ ჩვენ გახარებულები ვიყავით ახლა პირიქით, ეს ფეხბურთია აქ ყველაფერი ხდება. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს და გავნაგრძობთ მუშაობას როგორც ყოველთვის. გპირდებით რომ ჩვენ დავბრუნდებით".

გერმანიის ნაკრებმა F ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. ბუნდესნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია.
4

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..