» » ნოიერი: „ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ“

ნოიერი: „ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ“

29-ივნ-2018, 14:59
0213
მსოფლიოს ჩემპიონობის ოცნება მოულოდნელად ჯგუფურ ეტაპზევე დასრულდა. სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ, გერმანიის ნაკრები სახლში დაბრუნდა. გუნდის კაპიტანი და 1-ლი ნომერი მანუელ ნოიერი ჟურნალისტების რამოდენიმე კითხვას პასუხობს.


-ბ-ნო ნოიერ, როგორ შეაფასებდით ნაკრების თამაშს??

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავაანალიზოთ თამაში. მაგრამ უკვე ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ სამივე თამაშში, ჩვენ ვერ დავინახეთ ნამდვილი გერმანული გუნდი, რომელიც თქვენ ასე გიყვართ. შვედეთს თუ უგებთ დამატებით დროში და სხვა 2-ში მარცხდებით, რეალური შანსების ვერ შექმნით, ზეწოლის უქონლობით, მაშინ ტურნირიდან გავარდნა - ლოგიკური შედეგია. ფლეი-ოფში ყველას ენდომებოდა ჩვენთან თამაში, ჩვენ კი რა უნდა დაგვეპირისპირებინა მათთვის?


- რატომ არ იყო მინდორზე ის გუნდი?

" სინამდვილეში, ის იყო, მაგრამ სხვა ფორმაში. ყველა მეტოქე: მექსიკა, შვედეთი და სამხრეთ კორეა - ყველან მხოლოდ იმას ელოდებოდნენ რომ ჩვენ ტურნირი დაგვეტოვებინა. ყველა მეტოქემ იცოდა, რომ ჩვენ მათ შანსს მივცემდით და თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებდნენ. არასოდეს ასეთ ცუდ სიტუაციაში ჩვენ არ ვყოფილვართ. ცუდ თამაშს ვაჩვენებდით 3-ვე თამაში. ამის ახსნა არ შემიძლია. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ".


- მწვრთნელი თავდაჯერებულობაზე ლაპარაკობდა, რომელსაც როგორც თვითონ იძახდა ის გრძნობდა მექსიკასთან მატჩის წინ. თქვენზე რას იტყვით?

„ვფიქრობ, ტურნირის დაწყებამდე თქვენ ვერ ხვდებით თუ რა პოზიციაზე ხართ. მსოფლიოს ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და რა თქმა უნდა, ყველანი ამ მოვლენას ელოდებიან. გუნდები კი თავდაუზოგავად მუშაობენ თამაშების წინ. ის, რომ ჩვენ ასე გამოვედით და ტურნირიდან გამოვვარდით, პირველად განვიცდი საკუთარ თავზე".


- არის რაიმე, რასაც როგორც კაპიტანი თქვენს თავს აბრალებთ?

„მე ყოველთვის ვცდილობდი, პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო, ვცდილობდი ყველა ფეხბურთელისთვის ერთად მომეყარა თავი და მოტივაცია მიმეცა: გასახდელში, ვარჯიშზე და მოედანზე. რა თქმა უნდა, მეც ვიღებ ჩემს თავზე ამ მარცხის პასუხისმგებლობას“.


- შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ამის გაკეთებას გააგრძელებთ?

„მე არ ვაპირებ შეჩერებას“.


- შეიძლება ასეც იყოს, რომ გუნდს ბუნებრიობა დააკლდა?

„ეს ტემპი და ჩვენი წარმოდგენა თავზე, ის რომ არავინ ფიქრობს ხანგრძლივი პასების დროს, ისევე როგორც წინ, ასევე უკან, ყველაფერი ეს მეტად ლეტარგიული იყო. ჩვენ ძალიან ნელა ვმოქმედებდით და ზიანის მიყენება მეტოქისათვის არ შეგვეძლო. ეს ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა - იდეალური პასები საჯარიმოში - აქ კი ეს არ ყოფილა. კვალიფიკაციის დროს ჩვენ ვიტანდით გოლებს, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ აქ ეს ყველაფერი დაიკარგა. ჩვენ გვქონდა მომენტები, იყო ძელზე ბურთის მოხვედრები, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო“.

- როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რომ გოლკიპერი ბოლო წუთებზე თამაშობდა და თავის კართან არ იდგა?

„მატჩის 96-ე წუთზე როდესაც ჩვენ 0:1 ვაგებდით, ჩვენ ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ გატანა შეგვეძლო. მე უბრალოდ მსურდა ფლანგებზე დავხმარებოდი, ეს ჩემი შეცდომაა“.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..