» » ლიოვი: "პასუხებისათვის დრო გვჭირდება"

ლიოვი: "პასუხებისათვის დრო გვჭირდება"

29-ივნ-2018, 15:21
0277
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა აღნიშნა, რომ ნაციონალური გუნდის სამწვრთნელო შტაბისათვის აუცილებელია 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩავარდნის მიზეზების განაალიზება და შეცდომებზე მუშაობა.


„ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი სიტუაცია. 2004 წელს გუნდი ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამოვარდა ევროპის ჩემპიონატიდან. ამის შემდეგ ნაკრებში დიდი ცვლილებები განხორციელდა. 14 წლის განმავლობაში ჩვენ ყველანი ვპროგრესირებდით. ბოლო 10 წელი გერმანია ყველაზე სტაბილური ნაკრები იყო პლანეტაზე და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მაგრამ ახლა, გავარდნისა და დიდი იმედგაცრუების შემდეგ, ჩვენ მომხდარზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და ამისათვის სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენ ცვლილებებს ვსაჭიროებთ, სერიოზულ ცვლილებებს. ეს ყველაფერი კი დეტალურად უნდა განვსაჯოთ“.


„ჯერ ნაადრევია მარცხის მიზეზებზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი უკვე განვიხილეთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე 1 მიზეზი, რომლის გამოც ტურნირს გამოვეთიშეთ არ არსებობს. მიზეზი რამოდენიმეა და ეს უნდა გავაანალიზო. ჩემი ამოცანა ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება იყო ამ 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ახლა, დრო გვჭირდება, რომ ამის შესახებ დავიწყოთ ლაპარაკი, შემდეგ კი ჩვენ პასუხებს გავცემთ“, - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..