» » ბაიერნის პირველი მეტოქის ვინაობა ბუნდესლიგაში ცნობილია

ბაიერნის პირველი მეტოქის ვინაობა ბუნდესლიგაში ცნობილია

29-ივნ-2018, 15:43
0291
"ბაიერნმა" წინა სეზონში პირველი შეხვედრა "ლევერკუზენის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 3-1 იმარჯვა. ამჯერად კი ბაიერნი "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება. თამაში 24 აგვისტოს გაიმართება. წინა სეზონში კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით "ბაიერნი" ჰოფენჰაიმთან პირველ წრეში 2-0 დამარცხდა. ცნობილი ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი დათხოვნილი იქნა ბაიერნიდან, მის მაგივრად კი ლეგენდარული იუპ ჰაინკესი ჩაუდგა სათავეში რეკორდმაისტერს. მეორე წრეში დონ იუპის გაწვრთნილმა გუნდმა ჰოფენჰაიმი ანგარიშით 5-2 დაამარცხა.

"ბავარიის" პირველი წრე ასე გამოიყურება:
(პირველი თამაში) - "ჰოფენჰაიმი" (მეორე თამაში) - "შტუტგარტი"
(მესამე თამაში) - "ლევერკუზენი" (მეოთხე თამაში) - "შალკე" (მეხუთე თამაში) - "აუგსბურგი" (მეექვსე თამაში) - "ჰერტა" (მეშვიდე შეხვედრა) - "მიუნხენგლადბახი" (მერვე შეხვედრა) - "ვოლფსბურგი" (მეცხრე შეხვედრა) - "მაინცი" (მეათე შეხვედრა) - "ფრაიბურგი" (მეთერთმეტე შეხვედრა) - "დორტმუნდი" ( მეთორმეტე შეხვედრა) - "დუსელდორფი" (მეცამეტე შეხვედრა) - "ვერდერი" (მეთოთხმეტე შეხვედრა) - "ნიურნბერგი" (მეთხუთმეტე შეხვედრა) - "ჰანოვერი" (მეთექვსმეტე შეხვედრა) "ლაიფციგი" (მეჩვიდმეტე შეხვედრა) - "ფრანკფურტი"

გუნდში ახალწვეულებიც არიან. სერჟ გნაბრი რომელიც "ჰოფენაჰიმში" იყო განათხოვრებული 1 წლით, ლეონ გორეცკა რომელიც "შალკედან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა "ბაიერნში" და ახალგაზრდა ვინგერი ალექს ტიმოსი ანდერსონი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.

გნაბრი - 22 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ლეონი კი - 18 ნომრიან მაისურს.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..