ბავარიამ ოლივერ ბატისტა მაიერთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა
მიუნხენის „ბავარიამ“ ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა ახალგარზდული „ბავარიის“ 17 წლის შემტევ ფეხბურთელთან, რომელიც 2016 წელს „კაიზერსლაუტერნიდან“ გადმოვიდა და პირველივე სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახდა.
„ოლივერი - დიდი ტალანტია. ჩვენ ბეdნიერები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ის კარგი ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი სისწრაფე და შესანიშნავი დრიბლინგი გააჩნია. ჩვენი მიზანია მისი განვითარება მომავალშიც“, - განაცხადა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.
ბატისტა მაიერი: „მე ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აქ პროფესიონალი გავხდე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ და ვიმედოვნებ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთო ნახტომი ძირითად გუნდში“.
გასულ სეზონში U17-ის შემადგენლობაში ბატისტა მაიერმა 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 22 გოლი გაიტანა. მან ასევე U19-ის შემადგენლობაში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 5 უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩი გახლდათ და 11გატანილი გოლის ავტორი გახდა. ივნისის დასაწყისში U17-ის შემადგენლობაში მან გერმანიის ჩემპიონატის ფინალში იმონაწილევა, სადაც მიუნხენელებმა 2:3 ანგარიშით წააგეს.