» » ხედირა: ლიოვი უნდა დარჩეს

ხედირა: ლიოვი უნდა დარჩეს

2-07-2018, 09:45 -ss- სიახლეები 0

ხედირა: ლიოვი უნდა დარჩეს
გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სამი ხედირა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგისა, 58 წლის სპეციალისტი გუნდში უნდა დარჩეს და მუშაობა განაგრძოს.


"პირადად ჩემი სურვილია, რომ იოაჰიმ ლიოვი გუნდში დარჩეს. მას შეუძლია და უნდა გააგრძელოს კიდეც მუშაობა. სურს თუ არა ეს მას - ეს უკვე მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მრავალი წლის განმავლობაში იგი შესანიშნავად ასრულებდა სამუშაოს, მან უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მოიყვანა ნაკრებში."-ციტირებს გამოცემა Marca სამი ხედირას სიტყვებს.

იოაჰიმ ლიოვთან დაკავშირებით, საინტერესო პოზიცია დააფიქსირა მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაელ ბალაკმაც. "ყაზანში გამართული მატჩის რეზულტატმა შოკში ჩამაგდო. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია კარგად შევაფასოთ ის სამუშაო, რაც გუნდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში გასწია. ამხანაგური და საკვალიფიკაციო მატჩები, ისეთი გუნდისათვის როგორიც ბუნდესნაკრებია, საზომად ვერ გამოდგება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ იოაჰიმ ლიოვისათვის კონტრაქტის გაგრძელება, ხსენებული საფეხბურთო ფორუმის დაწყებამდე, აუცილებელი სულაც არ იყო."-აღნიშნა ბალაკმა გამოცემა Sky Sports-თან საუბრისას.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..