» ნიკო კოვაჩი ბაიერნში დაბრუნდა

ნიკო კოვაჩი ბაიერნში დაბრუნდა

2-ივლ-2018, 18:22
0300
„მე კვლავ დავბრუნდი“. ასეთი სიტყვებითა და გადამდები ღიმილით დაიწყო პრეს-კონფერენცია „ბავარიის“ ახალი მწვრთნელის ამპლუაში ნიკო კოვაჩმა. 2001-2003 წლებში ხორვატი გერმანიის რეკორდმაისტერში თამაშობდა, ახლა კი ის თამაშს გვერდითა ხაზიდან მიადევნებს თვალს. „მოხარული ვარ მომავალი ამოცანისთვის და ბედნიერი, რომ „ბავარიამ“ ახალი მწვრთნელის რანგში ამირჩია. ვიმედოვნებ რომ მათ მოლოდინებს გავამართლებ“ - აღნიშნა 46 წლის სპეციალისტმა.

ამ ორშაბათს კოვაჩის მუშაობა დაიწყება გუნდთან და ხორვატიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს შორს მიმავალი გეგმები აქვს. „ჩვენ საჭირო ფიზიკურ ფორმას უნდა მივაღწიოთ, ტექნიკური და ტაქტიკური უნარები უნდა გავაუმჯობესოთ და შეძლებისდაგვარად ახალი სისტემის ინტეგრაცია მოვახდინოთ. წინ ბევრი სამუშაო გველის“, - განაცხადა მწვრთნელმა პირველივე დღეს. „მსურს თითოეულ ფეხბურთელს გავეცნო“

"ბაიერნს" ძალიან დიდი სკამი ყავს ეს გასაგებიც არის ისინი ყოველთვის წარმატებას ითხოვენ. სამწვრთნელო შტაბმა ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ, მინდა რომ "ბაიერნის" მაისური ყველამ ღირსეულად ატაროს, მათ შორის მეც. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. - განაცხადა ნიკო კოვაჩმა fcbayern.tv ეთერში.

მწვრთნელი და „ბავარიის“ სპორტული დირექტორი კარგად იცნობენ ერთმანეთს, იმ დროიდან, როდესაც ისინი ერთად თამაშობდნენ რეკორდმაისტერში. „მაშინ ჩვენ მეგობრები ვიყავით და ეს მეგობრობა აქამდე შენარჩუნებული გვაქვს. ყოველთვის გვქონდა კონტაქტი“, - აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა. ფეხბურთელიდან კოვაჩი მწვრთნელამდე გაიზარდა, რომელიც „ზალცბურგიდან“, ხორვატიის ნაკრებისა და „აინტრახტის“ შემდეგ უკან დაბრუნდა. რას უნდა მოელოდნენ მისგან გულშემატკივრები და კლუბის წევრები?

„მე მხოლოდ წინ მივდივარ, თავდაუზოგავად ვშრომობ, სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ და ამასვე ველი სვებისგანაც“, - იძახის კოვაჩი.

ნიკო კოვაჩთან ერთად "ბაიერნმა" სერჟ გნაბრიც წარადგინა რომელიც მომდევნო სეზონში 22 ნომრიან მაისურს მოირგებს.
"ძალიან მეამაყება რომ "ბაიერნის" ღირსებას დავიცავ. ეს არის გუნდი რომელსაც უდიდესი წარმატებისთვის მიუღწევია წარსულში. "ბაიერნში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება. მსურს რომ 1 ტიტული მაინც მოვიგო", - აღნიშნა გერმანელმა შემტევმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..