» » გნაბრი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

გნაბრი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

3-ივლ-2018, 10:21
0301
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული სერჟ გნაბრი, "რეკორდმაისტერის" სათავო ოფისს ეწვია და ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზეც წარდგა. 22 წლის ფეხბურთელი, მზად არის ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით, გერმანული გრანდის რიგებში, საკუთარი პირველი ვარჯიშები გამართოს. შეგახსენებთ, ხსენებულმა მოთამაშემ მძიმე ტრავმა გადაიტანა, რომლის სრულად დაძლევაზე მუშაობაც ამ დრომდე გრძელდება.


"აქ უკვე რამდენიმე კვირაა რაც ვიმყოფები და მთელი ამ დროის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა შესაბამის კონდიციებში შევიდე."-განაცხადა ახალბედა ბავარიელმა. სერჟ გნაბრი უახლოეს მომავალში ბურთთან მუშაობასაც შეძლებს, თუმცა საერთო გუნდთან ერთად ვარჯიშზე საუბარი, ჯერჯერობით ნაადრევია. "იმისათვის, რომ მზად ვიყო, აუცილებელია საკუთარი ძალების 100 პროცენტი გავიღო. როდესაც ვიგრძნობ, რომ დრო მოვიდა, ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადებ."

ის ფაქტი, რომ სერჟ გნაბრის თავდაუზოგავი შრომა ახასიათბეს, "ბავარიელთა" ახალი მწვრთვნელისათვის, ჯერ კიდევ გასული სეზონიდანაა ცნობილი, როდესაც იგი ფრანკფურტის "აინტრახტის' რიგებში მოღვაწეობდა. "გასულ საფეხბურთო სეზონში, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ ჩემმა გუნდმა ორჯერ ითამაშა, გნაბრიმ ჩვენ ერთი გოლი გაგვიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც განახორციელა. მას არ აშინებდა ტარანზე წასვლა, ასევე შესანიშნავი იყო მოწინააღმდეგესთან, ერთი-ერთზე თამაშის დროსაც. მოხარული ვარ, რომ ამჯერად იგი ჩვენს მხარესაა. "-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს, მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

"პროფესიონალიზმის ასეთი დონე, იშვიათობას წარმოადგენს. ის ნამდვილი ტალანტია, ბავარიაში მას ძალიან დიდი მომავალი ელის"-ეს კი უკვე "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

პრესკონფერენციის დასასრულს გნაბრიმ სამომავლო მიზნებზეც გაამახვილა ყურადღება. "განვითარების მხრივ, მე უკვე ვიმყოფები არც თუ ისე ცუდ საფეხურზე. მიუხედავად ამისა, მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ. ვფიქრობ, რომ დრიბლინგის დროს კარგად ვმოქმედებ, ასევე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე კარში დარტყმების ასპექტიც. აქ მე ძალიან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. კლუბში თითოეული ფეხბურთელი განსაკუთრებულია, თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და მათგან შემიძლია ახალი უნარები ავითვისო."

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..