» » ბავარიელებმა მზადება დაიწყეს

ბავარიელებმა მზადება დაიწყეს

3-07-2018, 15:46 -ss- სიახლეები 0

ბავარიელებმა მზადება დაიწყეს
ორშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, ახალი საფეხბურთო სეზონისათვის მზადება დაიწყეს. პირველი ვარჯიში - ველორბოლა გახლდათ. აღნიშნულ ვარჯიშში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ფეხბურთელები : სანდრო ვაგნერი, ფრანკ რიბერი, ხავი მარტინესი, არიენ რობენი, რაფინია, ხუან ბერნატი, სვენ ულრაიხი, კინგსლი კომანი, რენატუ სანჩეში, კრისტიან ფრიუხტლი და რამდენიმე ნორჩი ბავარიელი, აკადემიის რიგებიდან.

გუნდის წინაშე ახალი სავარჯიშო პროგრამა იდო, რომლის თაობაზეც fcbayern tv-სთან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" დამრიგებელი შემდეგს აღნიშნავდა- "წინ ძალიან დიდი სამუშაო გველის. სამშაბათ და ოთხშაბათ დღეს ჩატარდება ფიზ-შემოწმება, ასევე სამედიცინო კვლევებიც. ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 16:30 საათზე კი ფეხბურთელები მწვანე საფარზე გასვლას შეძლებენ."-აცხადებდა ნიკო კოვაჩი.

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს დღეების განმავლობაში ჩანიშნული ვარჯიშები, სერჟ გნაბრისა და არტურო ვიდალის გარეშე ჩაივლის. ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს და დაბრუნებისთვის ემზადება. ის ბავარიელები კი, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ნაკრების რიგებში ასპარეზობდნენ, შვებულებაში იმყოფებიან. ცნობილია, რომ დავიდ ალაბა ძირითად გუნდს 11 ივლისს შეუერთდება, რაც შეეხება ბუნდესნაკრების ფეხბურთელებს, მათ ბაზაზე 25 ივლისს ელიან.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნიკო კოვაჩს და სამწვრთნელო შტაბს, ხუთ კვირაზე ცოტა მეტი დრო აქვს დარჩენილი საიმისოდ, რომ გუნდი 12 აგვისტოს ჩანიშნული პირველი ოფიციალური მატჩისათვის სათანადოდ მოამზადოს. ამ დღეს, "რეკორდმაისტერი" სუპერთასის ეგიდით ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს ორთაბრძოლას. ხსენებულ შეხვედრამდე კი "ბავარიელებს" რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ელით.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.