» » მეორე სავარჯიშო დღე

მეორე სავარჯიშო დღე

4-ივლ-2018, 11:52
0358
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებისათვის, მეორე სავარჯიშო დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. "რეკორდმაისტერის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გადაწყვეტილებით გუნდი ფიზ-შემოწმებას გადის. ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან, ბავარიელი ფეხბურთელები, ექიმ ჰოლგერ ბროიხის მეთვალყურეობით, სხვადასხვა ტესტებს აბარებენ.



ფიზიკური მდგრადობის შემოწმების გარდა, ხდება სისწრაფეზე და ძალისმიერ ნახტომებზე დაკვირვებაც, ასევე სისხლის საერთო ანალიზების დიაგნოსტიკა, სხეულის მასისა და მოძრაობის გაანალიზება. ოთხშაბათ დღეს კი დაგეგმილია მხედველობისა და ორთოპედიული ტესტების ჩატარება.

ზემოაღნიშნული პროცედურა, სავარჯიშო დარბაზში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მხოლოდ სერჟ გნაბრი ვარჯიშობდა ინდივიდუალური პროგრამით, ბაზის გარე მოედანზე. 22 წლის ფეხბურთელი, აპრილის თვეში მიღებული ტრავმის რეაბილიტაციას გადის. მას ჯე კიდევ რამდენიმე დღე უბურთოდ მოუწევს მუშაობა, მისი ვარჯიშები კი ამ ეტაპზე მხოლოდ სირბილს მოიცავს.

მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე


მეორე სავარჯიშო დღე
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..