» » ჰუმელსი კრიტიკას გამოეხმაურა

ჰუმელსი კრიტიკას გამოეხმაურა

4-ივლ-2018, 12:27
0308
მიუნხენის "ბაიერნისა" და ბუნდესნაკრების ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ twitter-ში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალბატონმა, მატს ჰუმელსს მეორე სართულზე თამაში დაუწუნა და ურჩია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააძლიეროს.


"მატს, თქვენ შესანიშნავად მოქმედებთ დაცვაში, მაგრამ გთხოვთ იმუშავეთ თავურ დარტყმებზე! თქვენ არაერთხელ იყავით მეტოქე გუნდის კართან სიახლოვეს, არამხოლოდ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არამედ გასულ საფეხბურთო სეზონშიც, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში. თქვენ შესანიშნავად არჩევთ პოზიციას, მაგრამ კარის მიმართულებით ბურთს ვერ გზავნით."-წერდა ქალბატონი.

ზემოხსენებულ მიმართვას მალევე გამოეხმაურა თავად ადრესატი და აღნიშნულ გულშემატკივარს შემდეგი პოსტი მიუძღვნა: " სამწუხაროდ ეს სიმართლეა... მე ძალიან ბევრს ვმუშაობ თავით დარტყმებზე და გარკვეული რეზულტატი უკვე უნდა მქონოდა"-აღნიშნა ჰუმელსმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..