» » ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

5-ივლ-2018, 11:25
0311
"იგი სირბილით შევარდა მოედანზე, ხელით შეეხო გაზონს და პირქვე დაემხო. აი ის სუნი, აი ის ენერგია... ამ მომენტში სანდრო ვაგნერი ბედნიერებას ვერ მალავდა. სავარჯიშო დარბაზში გატარებული ორი დღის შემდეგ, ბავარიელებმა ბუცები მოირგეს და მწვანე საფარზე გავიდნენ"-ასე აღწერს მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახურის თანამშრომელი იმ მოვლენებს, რაც ოთხშაბათს დილით, ზებენერშტრასეზე ვითარდებოდა.


სანდრო ვაგნერის გარდა, სავარჯიშო მოედანზე იმყოფებოდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ფრანკ რიბერი, ხავი მარტინესი, არიენ რობენი, რაფინია, ხუან ბერნატი, კინგსლი კომანი, რენატუ სანჩეში, კრისტიან ფრიუხტლი, სვენ ულრაიხი და რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტი. მიუხედავად ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, 50 ზე მეტი კამერა მხოლოდ ერთ ადამიანზე იყო მიმართული, ეს მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელი - ნიკო კოვაჩი გახლდათ.

გნაბრიმ ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა


46 წლის სპეციალისტი, სავარჯიშო მოედანზე მის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. თავდაპირველად მოედანზე, სამწვრთნელო შტაბის თათბირი გაიმართა, ამის შემდეგ ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შორის მცირე დისკუსიაც შედგა, საბოლოოდ კი მოთამაშეებმა მოთელვა დაიწყეს და სტადიონს რამდენიმე წრეც დაარტყეს, რის შემდეგადაც მათ ბურთი მიიღეს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ კოვაჩი ძალიან დაკვირვებით ადევნებდა თვალს ფეხბურთელების თითოეულ მოქმედებას. იგი ძალიან ბევრს ესაუბრებოდა მათ და მითითითებებსაც აძლევდა. საათნახევრიანი ვარჯიშის დასასრულს, ნიკო კმაყოფილებას ვერ მალავდა და მოედანს ღიმილიანი სახით ტოვებდა.

რაც შეეხება სერჟ გნაბრის, მას მცირე ხანი კვლავ მოუწევს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში, სანამ ძირითად გუნდს შეუერთდება. თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ იგი ამ დღეს ბურთთან ერთად ვარჯიშობდა და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა თუ რამხელა მოტივაცია გააჩნია ამ 22 წლის ნახევარმცველს.

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ

ბავარიელები მწვანე საფარზე გავიდნენ
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..